ტულარემია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} ფაილი:Tularemia lesion.jpg|მინი|ტულარემია ადამიანის მარჯვენა ხელზ...
 
No edit summary
ხაზი 7:
 
[[ფაილი:Francisella tularensis 01.jpg|მინი]]
 
==სიმპტომები==
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 14 დღემდე. დაავადება იწყება მწვავედ: წარმოიქმნება შემცივნება, სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-400 C-მდე. ავადმყოფები უჩივიან ძლიერ თავის ტკივილს, სისუსტეს, ტკივილს კუნთებში, უძილობას, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ღებინებაც; სახისა და კისრის კანი ჰიპერემიულია, სკლერის სისხლძარღვები ინიექცირებული. ავადმყოფთა ნაწილს დაავადების მე-3 დღიდან უჩნდება გამონაყარი, არაიშვიათად ერითემატოზული ხასიათის. ბუბონური ფორმებისათვის დამახასიათებელია რეგიონალური ლიმფური კვანძების მნიშვნელოვანი გადიდება. აბდომინური ფორმების დროს შესაძლებელია მწვავე მეზადენიტის სიმპტომები. ტულარემიული ბუბონების დროს პერიადენიტი არ აღინიშნება, ბუბონების დაჩირქება იშვიათია და ხდება მოგვიანებით პერიოდში (დაავადების მე-3 კვირაზე). ცხელება გრძელდება 5-დან 30 დღემდე (ხშირად 2-3 კვირა). რეკონვალესცენციის პერიოდში შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი. თვალ-ბუბონური ფორმის დროს გარდა ლიმფური კვანძების ტიპიური დაზიანებისა, დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული [[კონიუნქტივიტი]], ქუთუთოების შეშუპებით, წყლულებით კონიუნქტივაზე; ზიანდება ერთი თვალი. პროცესი გრძელდება რამდენიმე თვე, მხედველობა აღდგება სრულად. ანგინოზურ-ბუბონური ფორმის დროს გარდა ტიპიური [[ბურბონები|ბუბონებისა]], ვითარდება სპეციფიკური ტონზილიტი. იგი ვლინდება ტკივილით ყლაპვისას, ნუშურების, სასის რკალების ნეკროზული ცვლილებებით, დაზიანებულ უბნებზე ფიბრინული ნადების გაჩენით, რომელიც მოგვაგონებს დიფთერიულს. წყლულები ნელა ხორცდება. აბდომინური ფორმისათვის დამახასიათებელია ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, შეკრულობა, პალპაციით – მტკივნეულობა მეზენტერული ლიმფური კვანძების მიდამოში. ტულარემიის ფილტვისმიერი ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, განმეორებითი შემცივნებებითა და უხვი ოფლდენით. ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მკერდის არეში, ხველას, თავდაპირველად მშრალს, შემდეგ კი ლორწოვან-ჩირქოვანს, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის ქსოვილის კეროვანი ან წილოვანი ინფილტრაცია. პნევმონია ხასიათდება დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობით, რეციდივებით.
 
==დიაგნოსტიკა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტულარემია“-დან