ფეოდალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
93.177.139.137-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Esteban16-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 6:
ფეოდალური წყობილების ჩამოყალიბებისათვის [[საქართველო]]ში ნიადაგი მზადდებოდა უკვე [[ანტიკური ხანა|ანტიკურ ხანა]]ში, აქ არსებულ ადრინდელ კლასობრივ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში. თავისუფალი მეომარ-მიწისმოქმედთა მასა („[[ერი (ისტორიული)|ერი]]“) ანტიკური ხანის [[იბერია]]ში განიცდიდა სოციალურ-ეკონომიკურ დიფერენციას — ხდებოდა ცალკეული გვარების აღზევება, ხოლო სხვათა დამცრობა-დაკნინება. სამეფო საგვარეულოს, სამხედრო და სამოხელეო არისტოკრატიას თანდათან ყველა პირობა ექმნებოდა მომავალ ფეოდალურ არისტოკრატიაში გადაზრდისათვის.
 
ახალ წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, როდესაც წარმატებული ომების შედეგად ქვეყანას დიდძალი ნადავლი და ტყვეები შემოემატა, საზოგადოების ზედაფენა კიდევ უფრო გაძლიერდა და გამდიდრდა. ამასთან ერთად განუწყვეტელ ლაშქრობებში მონაწილეობა მძიმე ტვირთად აწვებოდა რიგით თავისუფლებს და არყევდა მათ ისედაც არამყარ ეკონომიურ მდგომარეობას, აღრმავებდა დიფერენციაციას. მიწისმოქმედების შრომის შეთავსება მეომრის მოვალეობასთან სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ლაშქრობებში მონაწილეობის მიღება შეძლებულიი მეთემეების პრივილეგიად იქცა, ამ გზით ყალიბდებოდა მხედრების წოდება. ასე თანდათანობით შეიქმნა, ერთის მხრით, „[[აზნაური|აზნაურთა]]“ სამხედრო წოდება და მეორე მხრით, დამცრობილ თავისუფალთა, „წვრილი ერის“ მასა. „აზნაური“ მთელი პრივილეგიური წოდების ზოგად სახელად იქცა. მის უმაღლეს ფენას „[[ერისთავი|ერისთავები]]“ ქმნიდნენ, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთ სამართავ ოლქებში სრულუფლებიანი ხელისუფლები გამხდარიყვნენ. ამრიგად, ანტიკურიდან შუა საუკუნეებში გარდამავალ ეპოქაში ქართლში (აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო) სოციალური ურთიერთობათა სისტემამ განიცადა ტრანსფორმაცია — იგი ფეოდალურ ურთიერთობაში გადაიზარდა. პრივილეგიური წოდება ნაწილობრივ უკვე ანტიკურ ხანაში იმტკიცებდა საკუთრების უფლებას ძირითად საწარმოო საშუალებაზე — მიწაზე და პირად ეკონომიურ და პოლიტიკურ დამოკიდებულებაში აბამდა მწარმოებელთა მასაsმასას.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფეოდალიზმი“-დან