ალექსანდრე პროხოროვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
:)))
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ალექსანდრე მიხეილის ძე პროხოროვი''' ({{lang-ru|Алекса́ндр Миха́йлович Про́хоров}}; დ. [[11 ივლისი]] [<small>ძვ. სტ. 28 ივნისი</small>], [[1916]], [[ათერტონი]], [[ავსტრალია]] — გ. [[8 იანვარი]], [[2002]], [[მოსკოვი]], [[რუსეთი]]) — [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა]] და [[რუსები|რუსი]] ფიზიკოსი, [[კვანტური ელექტრონიკა|კვანტური ელექტრონიკის]] ერთ-ერთი ფუძემდებელი, [[სსრკ მეცნიერებათა აკადემია|სსრკ მეცნიერებათა აკადემიის]] აკადემიკოსი ([[1966]]), პრეზიდიუმის წევრი ([[1970]]), ზოგადი ფიზიკისა და [[ასტრონომია|ასტრონომიის]] განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ([[1973]]). [[სოციალისტური შრომის გმირი]] ([[1969]]). [[სკკპ]] წევრი [[1950]] წლიდან. დაიბადა რევოლუციონერი მუშის ოჯახში. მამამისი რევოლუციური მოღვაწეობისათვის გადაასახლეს [[ციმბირი|ციმბირში]], საიდანაც შემდეგ გადავიდა [[ავსტრალია|ავსტრალიაში]]. პროხოროვმა დაამთავრა [[ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი]] ([[1939]]). [[1941]]–[[1943]] წლებში საბჭოთა არმიაში იყო. [[1946]] წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში ([[1954]] წლიდან ლაბორატორიის გამგე, [[1968]] წლიდან — დირექტორის მოადგილე), [[1959]] წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, [[1971]] წლიდან მოსკოვის ფიზიკა-ტექნოლოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე. [[1969]] წლიდან [[დიდი საბჭოთა ენციკლოპედია|დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის]] მთავარი რედაქტორი. [[ნიკოლოზ ბასოვი|ნიკოლოზ ბასოვთან]] ერთად დაამუშავა კვანტური სისტემების საშუალებით ელექტრომაგნიტური ტალღების გენერირების პრინციპულად ახალი მეთოდი და ამიაკის კონის გამოყენებით შექმნა მოლეკულური გენერატორი — [[მაზერი (გენერატორი)|მაზერი]] ([[1954]]–[[1955]]). მისი შრომები ეძღვნება ინფრაწითელი და ხილული გამოსხივების მძლავრი ლაზერების შექმნას, არაწრფივ ოპტიკას, ნივთიერებასთან მძლავრი ლაზერული გამოსხივების რეზონანსულ და არარეზონანსულ ურთიერთქმედებას. მიღებული აქვს [[ლენინური პრემია]] ([[1959]]), [[ნობელის პრემია]] ([[1964]]). იყო [[ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემია|ამერიკის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემიის]] წევრი ([[1971]]). დაჯილდოებულია 2 [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენითა]] და მედლებით.
 
== ლიტერატურა ==