გერასიმე ცაგარეიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''გერასიმე ცაგარეიშვილი''' (დ. [[18841864]], [[გოჩაჯიხაიში]] — გ. [[14 დეკემბერი]], [[1927]]) — [[ქართველები|ქართველი]] [[პედაგოგი]].
 
==ბიოგრაფია==
[[1883]] წელს დაამთავრა [[ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი]]. [[1893]] წელს დაამთავრა [[ნოვოროსიის უნივერსიტეტი|ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის]] ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს [[იაკობ ფანცხავა|იაკობ ფანცხავასთან]] ერთად [[ბათუმი|ბათუმში]] გახსნა პირველი დაწყებითი სკოლა პანსიონითა და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით. [[1894]] წელს [[ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელი|ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში]] მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც წარმატებით ასწავლიდა [[რუსული ენა|რუსულ]] და [[ლათინური ენა|ლათინურ ენებს]], [[ისტორია]]ს, [[გეოგრაფია]]ს, [[არითმეტიკა]]ს. [[1904]]-[[1905]] სასწავლო წლიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა და მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსთვის. გერასიმე ცაგარეიშვილი ყველა კულტურული დაწესებულებისა და ღონისძიების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ამავე დროს ის რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად. იგი [[სილოვან ხუნდაძე]]სთან ერთად გიმნაზიის ინსპექტორად აირჩიეს და თანამდებობაზე გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთებამდე დარჩა. მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც. [[1920]] წელს გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო. ექვსი წელიწადი მუშაობდა საბჭოთა სკოლაში.
 
==ლიტერატურა==