მსოფლიო საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
ადგილობრივი ეკლესიები მსოფლიო კრებაზე სხვადასხვაგვარი სისრულით იყო წარმოდგენილი. მსოფლიო კრებებში რომის ეკლესიის მხოლოდ რამდენიმე წარმოამადგენელი იღებდა მონაწილეობას, თუმცა კი აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნებების ავტორიტეტი მაღალი იყო. მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკიდურესად მცირერიცხოვანი, თითქმის სიმბოლური იყო ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების წარმომადგენლობა. კრების მსოფლიოობის აღიარებას არასოდეს განაპირობებდა ყველა ადგილობრივი ეკლესიის პროპორციული დასწრება.
 
მსოფლიო კრებების კომპეტენცია უპირველეს ყოვლისა იყო სადაოსადავო დოგმატური საკითხების გადაწყვეტა. ესაა სწორედ მსოფლიო და არა ადგილობრივი კრებების უპირატესი და თითქმის ექსკლუზიური უფლება. წმინდა წერილისა და საეკლესიო გარდამოცემაზე დაყრდნობით კრებათა მამებმა დაამხეს ერეტიკული გაუკუღმართებანი, დაუპირისპირეს რა მათ კრებათა განსაზღვრებების საშუალებით სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსარება. მათ ოროსებში დაცული შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დოგმატური განსაზღვრებები თემატურად ერთიანდება. მასში სრულიად იშლება ტრინიტარული და ქრისტოლოგიური სწავლება. კრებათა სიმბოლოებსა და ოროსებში დოგმატების გადმოცემა უცდომელია, რაც ქრისტიანობაში აღიარებულ ეკლესიის უცდომელობას გამოხატავს.
 
დისციპლინარულ სფეროში კრებები გამოსცემდნენ კანონებს, რომლებიც საეკლესიო ცხოვრების რეგლამენტირებას ახდენდნენ და აგრეთვე ამტკიცებდნენ ადგილობრივი საეკლესიო კრებებისა და ეკლესიის წმინდა მამათა კანონებს. ამას გარდა ისინი ცვლიდნენ და აზუსტებდნენ ადრე მიღებულ დისციპლინარულ განსაზღვრებებს.