სომხეთ-საქართველოს ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 98:
===ჯავახეთის ფრონტი===
[[ფაილი:Abel_makashvili.JPG|მინი|აბელ მაყაშვილი]]
დეკემბერში [[ლორე|ლორეში]] ბრძოლების დაწყებასთან ერთად კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია [[მესხეთი|მესხეთში]]. შემოდგომაზე დაწყებული ოსმალთა ევაკუაციის პროცესი შეეხო საქართველოსაც, 1918 წლის 3 დეკემბერს ოსმალეთის არმიამ საბოლოოდ დატოვა ახალციხის მაზრის ოკუპირებული ნაწილი და ახალქალაქის მაზრა. მომდევნო დღეს ქართველებმა სამცხე-ჯავახეთზე კონტროლის აღდგენა დაიწყეს, 5 დეკემბრის დილის 10 საათზე საქართველოს არმიის ნაწილებმა და ქართველმა მოხალისეებმა გენერალ-მაიორ [[აბელ მაყაშვილი|აბელ მაყაშვილის]] მეთაურობით დაიკავეს [[ახალქალაქი]], იმავე დღეს 14 საათზე საქართველოს იურისდიქცია აღდგა [[ახალციხე|ახალციხეზეც]]. სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებამ დიდი სიხარული გამოიწვია ადგილობრივ ქრისტიანულ მოსახლეობაში, რომელიც ოსმალური ოკუპაციის პერიოდში სასტიკი დევნისა და შევიწროების მსხვერპლად იქცა. ახალციხისა და განსაკუთრებით ახალქალაქის მაზრაზე საქართველოს კონტროლის დამყარებამ უკმაყოფილება გამოიწვია ერევანში. [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის]] ხელისუფლებას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მოეხდინა ჯავახეთის ოკუპირება. [[დაშნაკცუთიუნი|დაშნაკების]] იმედს ახალქალაქის მაზრის სომხეთის შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე ამყარებდა ოსმალთა ორაზროვანი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისინი პირდებოდნენ სომხურ მხარეს რომ მათ გადასცემდნენ [[ჯავახეთი|ჯავახეთს]], ამავდროულად იგივე პირობას აძლევდნენ საქართველოს ხელისუფლებასაც. მკვლევართა ნაწილის მოსაზრებით ოსმალთა ამგვარი პოლიტიკა წინასწარგანზრახულ ხასიათს ატარებდა და მიზნად [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოსა]] და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის გაღვივებას ისახავდა. ამჯერად, განსხვავებით ლორეს უბნის სამხრეთ ნაწილისგან რომელიც ოკუპანტებმა გადასცეს არა საქართველოს არამედ სომხეთს, ოსმალებმა [[ახალციხის მაზრა|ახალციხისა]] და [[ახალქალაქის მაზრა|ახალქალაქის მაზრებიდან]] მათი ევაკუაციის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს ქართულ მხარეს. [[თბილისი|თბილისში]] იცოდნენ რომ ოსმალები 3 დეკემბერს დატოვებდნენ ორივე მაზრას, იმ დროს როცა [[ერევანი|ერევანში]] ოსმალთა ევაკუაციას 5 დეკემბრისთვის ელოდებოდნენ. 6 დეკემბერს სომხეთის მთავრობამ საპროტესტო ნოტით მიმართა თბილისს და ითხოვდა რომ საქართველოს არ დაეკავებინა ახალქალაქის მაზრა, რომელსაც ისინი სადავოდ მიიჩნევდნენ. საქართველოს მთავრობის საპასუხო შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ჯავახეთზე კონტროლის დამყარება აუცილებელი იყო სხვადასხვა შეიარაღებული მუსლიმური ბანდების ძალმომრეობისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ასევე პასუხში მკაფიოდ დაფიქსირდა მთავრობის პოზიცია რომ: ''"ახალქალაქის მაზრა არც ზნეობრივ, არც ისტორიულ, არც პოლიტიკურ მხრით სადაოსადავო არაა"'' და ის საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა.
 
6 დეკემბერს საქართველოს მთავრობისთვის საპროტესტო ნოტით მიმართვის პარალელურად, სომხეთის არმია შეიჭრა ჯავახეთში და სცადა დაემყარებინა კონტროლი მხარეზე. სომხებმა დაიკავეს რუსი დუხობორებით დასახლებული სოფლები: [[სამება (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)|ტროიცკოე]] (დღევანდელი [[სამება (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)|სამება]]), [[ეფრემოვკა]], [[გორელოვკა]] და [[ნინოწმინდა|ბოგდანოვკა]] (დღევანდელი ქალაქი [[ნინოწმინდა]]). გენერალ [[აბელ მაყაშვილი|აბელ მაყაშვილის]] ბრძანებით 8 დეკემბერს საქართველოში შემოჭრილ სომხებს წარედგინათ ულტიმატუმი, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ რეგიონი და დაბრუნებულიყვნენ [[ერევნის გუბერნია|ერევნის გუბერნიაში]], წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული არმია ძალის გამოყენებით დაატოვებინებდა მათ საქართველოს ტერიტორიას. 11 დეკემბერს სომხებმა მიიღეს ულტიმატუმი, დატოვეს [[ჯავახეთი]] და [[გიუმრი|ალექსანდროპოლის]] მაზრაში გადაინაცვლეს, საქართველო-სომხეთის საზღვარი ქართულმა შენაერთებმა დაიკავეს. განსხვავებით ლორესა და ქვემო ქართლისგან სადაც ომის საწყის ეტაპზე საქართველოს არმიის სარდლობას კრიტიკულად მცირე რაოდენობის სამხედრო ჰყავდა, სამცხე-ჯავახეთში დეკემბრის თვეში მნიშვნელოვანმა ქართულმა ძალებმა მოიყარეს თავი. გენერალ აბელ მაყაშვილის განკარგულებაში იყვნენ I ქვეითი დივიზიის: I ქვეითი პოლკი (1 850 სამხედრო), II ქვეითი პოლკი (1 900 სამხედრო), III ქვეითი პოლკი (1 200 სამხედრო). ასევე [[ასლანბეგ აბაშიძე|ასლან აბაშიძის]] მეთაურობით შემდგარი ქართველ მუსლიმთა ბატალიონი (500 მოხალისე), ახალციხის ცხენოსანთა რაზმი (400 მოხალისე), ფხაკაძისა და ჟორდანიას რაზმები (300 და 250 მოხალისე), ჯამში 6 400 სამხედრო და მოხალისე. ასეთი სერიოზული ძალების თავმოყრამ და გენერალ აბელ მაყაშვილის მიერ გატარებულმა ქმედითმა ღონისძიებებმა, არ მისცა საშუალება სომხეთის სამხედრო მეთაურობას მოეპოვებინა რიცხობრივი უპირატესობა და განევითარებინა წარმატებული შეტევა ახალქალაქის მიმართულებით, თუმცა პირველი წარუმატებელი მცდელობა არ ნიშნავდა რომ ერევანში უარი თქვეს ჯავახეთის დაპყრობის განზრახვაზე.
ხაზი 195:
1919 წლის 8 მარტს საქართველომ დე-იურე აღიარა სომხეთის რესპუბლიკა, 24 მარტს კი სომხეთმაც იურიდიულად ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საქართველოს სრულუფლებინი წარმომადგენლის როლს სომხეთში [[სიმონ მდივანი]] ასრულებდა. სომხეთის დიპლომატიურ მისიას საქართველოში სათავეში ედგა არშაკ ჯამალიანი.
 
1919 წლის 3 ნოემბერს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა]] და [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა|სომხეთის რესპუბლიკას]] შორის თბილისში ორი ხელშეკრულება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადაოსადავო საკითხის ურთიერთშეთანხმებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, ხოლო მეორე მეზობელ სახელმწიფოებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==