გიორგი I (საქართველოს მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 33:
გიორგი I-ის ტახტზე ასვლისთანავე, ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდაზნაურებმა ერთიან საქართველოს კახეთ-ჰერეთი ჩამოაცილეს და იქ ადგილობრივი მმართველობა აღადგინეს. სამეფო კარმა, როგორც ჩანს, ერთი მხრივ ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა კახეთ-ჰერეთის დამოუკიდებელ ერთეულად ფორმირებისათვის; მეორე მხრივ, მეტად აღარ დაამძიმა შინაპოლიტიკური ვითარება, მომავლისათვის გადადო კახეთ-ჰერეთისათვის ბრძოლა, რათა ხელი არ შეშლოდა ბიზანტიის წინააღმდეგ ომის სამზადისში. ასეთი არჩევანი განპირობებული იყო იმ დროს შექმნილი ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარებით. კერძოდ, იმპერიას აუჯანყდა [[ბულგარეთი]] და [[ბასილი II]] ([[976]]-[[1025]] წწ.) ოთხი წლის მანძილზე მათთან ომს აწარმოებდა.
 
გიორგი I [[1014]]-[[1018]] წლებში სამხრეთ ტაოში შეიჭრა და დაიკავა. [[1019]] წელს [[ბასილი II|ბასილი II -მ]] ბულგარელებთან ომი წარმატებით დაამთავრა და საქართველოს [[მეფე|მეფეს]] სადაოსადავო ტერიტორიის დაცლა მოსთხოვა. მეფემ იმპერატორის მოთხოვნაზე უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ბიზანტია-საქართველოს ომი [[1021]]-[[1023]] წლებში.
 
გიორგი I-მა ბუნებრივია კარგად იცოდა, რომ ქართველების მიერ იმიერტაოს დაკავებას ბიზანტიის [[იმპერატორი]] უპასუხოდ არ დატოვებდა. იგი თავიდანვე შეუდგა სამხედრო და დიპლომატიურ სამზადისს. მან გადაწყვიტა ფართო მასშტაბის ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნა. ამ მიზნით ის დაუკავშირდა სომხურ პოლიტიკურ ერთეულებს: [[ანისის სამეფო|ანისის მეფე]] იოვანე-სუმბატს, რომელმაც ტახტი გიორგის დახმარებით დაიკავა. კოალიციაში მონაწილეობას იღებდნენ [[ანისის სამეფო|ანისის სამეფოს]] ვასალი [[ვანანდის სამეფო|ვანანდი]] და [[ვასპურაკანის სამეფო|ვასპურაკანის]] მეფე სენექერიმ არწრუნი, რომელსაც პირადი პოლიტიკური მოსაზრებები გააჩნდა ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საქართველოს მეფეს ეხმარებოდა [[კახეთ-ჰერეთის სამეფო|კახეთ-ჰერეთი]], რაც გიორგი I-ის დიპლომატიურ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. გიორგი I-მა კავშირი დაამყარა [[ეგვიპტე]]სთანაც, რომლის [[ფატიმიდები|ფატიმიდი ხალიფები]] დიდი ხანია მეტოქეობას უწევდნენ ბიზანტიის იმპერიას და მნიშვნელოვნად ასუსტებდნენ [[კონსტანტინოპოლი]]ს პოზიციებს ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს სამეფო კარი, როგორც ჩანს, კარგად იყო ინფორმირებული [[წინა აზია]]ში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გიორგი I-მა საგანგებო ელჩობა გაგზავნა [[კაირო]]ში ხალიფა [[ალ-ჰაკიმ ბირმილაჰი|ალ-ჰაკიმთან]] და ერთობლივი საომარი ოპერაციების დაწყება შესთავაზა. კოალიციის ჩამოყალიბება ბოლო მომენტში ჩაიშალა — გარდაიცვალა [[ალ-ჰაკიმ ბირმილაჰი|ალ-ჰაკიმი]], ალბათ სწორედ ამან განაპირობა გიორგის წარუმატებლობა.