თორნიკე ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.187.217-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება SWViewer [1.2]
ხაზი 1:
[[ფაილი:თორნიკე ერისთავი.jpg|მინიატიურა|თორნიკე ერისთავი]]
'''თორნიკე ერისთავი''' (გ. [[985]]) — [[ქართველები|ქართველი]] სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, [[ქართლის სასპასპეტო|ქართლის სპასპეტი]], [[დავით III]] დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] ერთ-ერთი მაშენებელი, [[ტაო|ტაოელი]] დიდებულის ჩორდვანელის ძე.
თოკ {{ქსე|4|695|ბოგვერაძე ა.}}
 
ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს [[აიონ-ოროსი|ათონის მთაზე]], ათანასე დიდი ლავრაში მოღვაწეობდა. [[979]] წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.
 
დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომელმაც სძლია სკლიაროსს და ხელთ იგდო დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] აგებას მოახმარა. [[980]] წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია [[ოშკის ბიბლია]] ([[978]]) და [[კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი)|კირილე I]]-ის თხზულების — „განძის“ [[981]] წლის ნუსხა.
 
== ლიტერატურა ==
თოკ {{ქსე|4|695|ბოგვერაძე ა.}}
 
[[კატეგორია:გარდაცვლილი 985]]