ლუკრეცია დე’ მედიჩი (1470-1553): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება |სახელი = ლუკრეცია მედიჩი |ფოტო = Лукреция Ма...
 
No edit summary
 
ხაზი 17:
 
== ბიოგრაფია ==
ლუკრეცია მედიჩი დაიბადა 1470 წლის 4 აგვისტოს ფლორენციაში. იგი იყო ფლორენციის ჰერცოგ [[ლორენცო მედიჩი|ლორენცო მედიჩისა]] და მისი მეუღლის, [[კლარისა ორსინი|კლარისა ორსინის]] პირველი შვილი. 1488 წელს, თვრამეტი წლის ლუკრეცია ცოლად შერთეს რომაელ დიდგვაროვან ჯაკოპო სალვიატს. მას მზითვად მამამისმა 20,000 ფლორინი გაატანა. როდესაც ფლორენციელი ფანატიკოსის, [[ჯიროლამო სავანაროლასავონაროლა|ჯიროლამო სავანაროლასსავონაროლას]] მმართველობა დამყარდა და მისი ძმები გააძევეს, იგი მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. 1497 წელს, მან თავისი ქმრის ხაზინიდან 3,000 დუკატი დაახარჯა თავისი ძმისთვის ძალაუფლების დაბრუნებას, რაც საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა, იგი განაგრძობდა მედიჩების დახმარებას. ამის საუკეთესო მაგალითი ისაა, რომ ლუკრეციას გავლენით მისი ძმის შვილი, [[კლარიჩე დე’ მედიჩი]] ცოლად ფილიპო სტროზის გაჰყვა, გავლენიან ფლორენციელ დიდგვაროვანს. როდესაც მისი ძმა, ჯულიანო ფლორენციაში დაბრუნდა, 1512 წელს თავის დებს ჰკითხა რჩევა, თუ როგორ უნდა დაებრუნებინა ძალაუფლება.
 
1513 წლის მარტში, ლუკრეციას უმცროსი ძმა რომის პაპი გახდა [[ლეო X]]-ის სახელით, რამაც მედიჩებს ძველი დიდება და ძალაუფლება დაუბრუნა. ფლორენციაში რესტავრირებულმა მედიჩებმა ხალხის გულის მოსაგებად მოსახლეობაში უამრავი საჩუქარი დაარიგეს. პაპმა ლეომ თავის ნათესავებზე ზრუნვაში, თითქმის მთლიანად გაფლანგა ვატიკანის საუკუნეების მანძილზე ნაგროვები სიმდიდრე. მან მხოლოდ ლუკრეციას ქმრისთვის ნაჩუქარ ტიარაში გადაიხადა 44,000 დუკატი. ამ პერიოდში, ლუკრეციას კარგი ურთიერთობა უყალიბდება თავის რძალთან, [[ალფონსინა ორსინი|ალფონსინა ორსინისთან]], რომელმაც თავისი ვაჟის, ლორენცოს აღზრდა მას მიანდო. 1517 წელს ლეო X-მ ლუკრეციას უფროსი ვაჟი კარდინალად დანიშნა, რაც ყველაზე მაღალი სასულიერო წოდებაა კათოლიკურ სამყაროში რომის პაპის შემდეგ. 1524 წელს ლუკრეციამ, როგორც პაპის ლეგატმა დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა. ყოველივე ეს მან მედიჩების გავლენის გასაზრდელად კარგად გამოიყენა. ცნობილია, რომ იგი პაპ ლეოსთან იყო, როდესაც იგი აღესრულა.