ბეღურასნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
| fw = 39441
}}
'''ბეღურასნაირნი''' ({{lang-la|Passeriformes}}) — [[ფრინველები|ფრინველების]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგი]]. აერთიანებს 5000-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. [[საქართველო|საქართველოში]] გვხვდება 140 სახეობა. ბეღურასნაირნი მცირე და საშუალო ზომის ფრინველებია. სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან ([[ნარჩიტა]]) 65 სმ-მდეა ([[ყორანი]]). ზოგი პატარა მენექტრის წონა 3-4 გრამს აღწევს, ყოლო ყველაზე დიდი ზომის ბეღურასნაირნთაბეღურასნაირთა (ყორნის) წონა 1100-1600 გრამამდე. ბეღურასნაირნთა რიგი იყოფა 4 ქვერიგად: [[განიერნისკარტები]] (Eurylaimi) გავრცელებული არიან აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. აქვთ მოკლე და განიერი ნისკარტი, ძირითადად მწერებით იკვებებიან. ცნობილია 14 სახეობა, რომლებიც ერთიანდება რკანისკარტასებრთა ოჯახში; მყვირალა ანუ [[ერთხმიანი ბეღურები]] (Clamatores) უმთავრესად სამხრეთ ამერიკაში გვხვდება, არის ჩრდილო ამერიკაშიც. ცნობილია 100-მეტი სახეობა, რომლებიც ერთიანდება 12 ოჯახში; [[ნახევრადმგალობელი ბეღურები]] (Menurae) ავსტრალიაში ბინადრობენ, აერთიანებს 1 ოჯახის 4 სახეობას, მათგან ყველაზე მეტად ცნობილია [[კუდქნარა]]; [[მგალობელი ბეღურები]] (Oscines) გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. მათ რთული აგებულების ქვედა ხორხის საბგერი აპარატი აქვსთ. ცნობილია 4000-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ერთიანდებიან 49 ოჯახში.
 
ბეღურასნაირნთა შორის არიან მობინადრე, მომთაბარე და მიმოფრენი სახეობები. უმრავლესობა ცხოვრობს ტყეებსა და ბუჩქნარებში, ზოგი ველებზე. ბეღურასნაირნი განეკუთვნებიან [[ბარტყოვანი ფრინველები|ბარტყოვან ფრინველებს]]. დებენ 1-16, უმეტესად კი 4-6 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 11-14 დღე, თუმცა ყორანი კრუხობს 20 დღეს, ხოლო კუდქნარა 45 დღეს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ დაახლოებით ერთი წლის ასაკში. ბეღურასნაირნთა უმრავლესობას მავნე მწერების მოსპობით სასოფლო მეურნეობისათვის სარგებლობა მოაქვს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეღურასნაირნი“-დან