ტულუზის საგრაფო: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ჩანაცვლდა ქართული რუკით)
 
[[ფაილი:Le royaume des Francs sous Hugues Capet-ka.svg|250px|მინიატიურა|{{ლეგენდა|#C154C1|ტულუზის საგრაფო საფრანგეთის რუკაზე.}}]]
'''ტულუზის საგრაფო''' — ფეოდალური სახელმწიფო სამხრეთ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ([[IX საუკუნე|IX საუკუნის]] შუა წლები– [[XIII საუკუნე]]), დედაქალაქი – [[ტულუზა]]. იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ დამოუკიდებლობა, ტულუზის გრაფები ებრძოდნენ საფრანგეთის, ინგლისის მეფეებს, [[პაპი|პაპობას]]. [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] ვაჭრობაში მონაწილეობის შედეგად ტულუზის საგრაფოს მრავალმა ქალაქმა დიდ ეკონომიკურ აღმასვლას მიაღწია. XII-XIII საუკუნეებში ტულუზის საგრაფო [[ალბიგოელები]]ს მწვალებლობის გავრცელების ძირითადი რაიონი იყო. [[1229]] წელს ნაწილობრივ, ხოლო [[1271]] წლიდან იგი მთლიანად საფრანგეთის მეფის დომენს შეუერთდა.