ვერხვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
| ncbi =
}}
'''ვერხვი''' ({{lang-la|Populus}}) — დიდი ზომის ფოთოლმცვივანი [[ორსახლიანი მცენარეები|ორსახლიანი]] ხეების გვარი [[ტირიფისებრნი|ტირიფისებრთა]] ოჯახისა. ყვავის ადრე გაზაფხულზე, [[ფოთოლი|ფოთლების]] გაშლამდე, ზოგიერთი — ფოთლების გამოტანასთან ერთად. ერთსა და იმავე ხეს სხვადასხვა ტოტზე სხვადასხვა ფორმის ფოთოლი ასხია. ნაყოფი კოლოფია.
 
ვერხვი მრავლდება თესლით, ძირკვის ამონაყარით, ზოგჯერ ფესვის ნაბარტყით. სწრაფმზარდია, ხარობს კარგად დრენირებულ, ტენიან ნიადაგზე, თუმცა გაშენება თითქმის ყველანაირ ნიადაგზე შეიძლება. ზოგი სახეობა მარილგამძლეა და ხანგრძლივი დატბორვისაგან ნაკლებად ზიანდება, დაჭაობებას ვერ იტანს. სინათლის მოყვარულია, ქარგამძლე, ფართოდ იყენებენ გასამწვანებლად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვერხვი“-დან