კაკაო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Giorgi50591-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McCleanBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 25:
[[File:Theobroma cacao MHNT.BOT.2004.0.204.jpg|thumb|''Theobroma cacao'']]
 
'''კაკაო''', ''შოკოლადის ხე'' ({{lang-la|Theobroma cacao}}) — ტანდაბალი (5—8 მ) მარადმწვანე ხე [[სტერკულიასებრნი|სტერკულიასებრთა ოჯახისა]]. აქვს მუქი მწვანე, პრიალა ფოთლები და ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი (კოლოფა) ყვითელი, ნარინჯისფერი ან წითელია, მისი სიგრძეა 30 სმ, სიგანე — 10—12 სმ, 300—600 გ იწონის და 25—60 თესლს შეიცავს. ყოფაცხოვრებაში „კაკაოს პარკს“ უწოდებენ.

ველურად იზრდება [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალურ]] და [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ძველთაგანვე კულტივირებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ამრავლებენ უმთავრესად თესლით. კარგად ხარობს ორანჟერეებში. თეობრომინისა და მთრიმლავი ნივთიერებების შემცველობის გამო თესლს მწარე, მწკლარტე გემო აქვს. საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად რბილობმოცლილ თესლს 2—7 დღე-ღამის განმავლობაში უტარებენ ფერმენტაციას, რის შედეგადაც იგი სასიამოვნო გემოსა და არომატს იძენს.
 
კაკაოს თესლის შედგენილობაა (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით %-ში): წყალი 4—6; ცხიმი, კაკაოს ზეთი 51—54; სახამებელი 7—19; გლუკოზა, ფრუქტოზა 1—2; ცილა 10—12; თეობრომინი, კოფეინი 1—1,5; მთრიმლავი ნივთიერებები 4—7; მჟავები 1—2; მინერალური ნივთიერებები 2-3. კაკაოს ნაყოფისაგან იღებენ ბურღულს, ბურღულის წვრილად დაქუცმაცებით — „სრესილ კაკაოს“, რომლისგანაც კაკაოს ზეთსა და შოკოლადს ამზადებენ. სრესილი კაკაოს დაწნეხით იღებენ კაკაოს ზეთს, დარჩენილი კოპტონისაგან კი — კაკაოს ფხვნილს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კაკაო“-დან