ინდირა განდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 82:
 
=== პირველი მმართველობა ===
[[ფაილი:Indira and Nixon.JPG|thumb|240px|[[რიჩარდ ნიქსონი]] და ინდირა განდი, 1971 წელი]]
[[1964]] წელს გარდაიცვალა ინდირა განდის მამა [[ჯავაჰარლალ ნერუ]]. ამავე წელს ინდირა აირჩიეს პარლამენტის ქვედა პალატის, [[ლოკ-საბჰა]]ს წევრად იეკ-ის რიგებიდან. ახალმა პრემიერ-მინისტრმა [[ლალ ბაჰადურ შასტრი]]მ შესთავაზა კაბინეტში შესვლა და დაიკავა რადიომაუწყებლობისა და ინფორმაციის მინისტრის თანამდებობა. [[1966]] წელს შასტრის [[ტაშკენტი|ტაშკენტში]], პაკისტანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს გარდაცვალების შემდეგ ინდირა განდი გახდა იეკ-ის ლიდერი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი (მეორე ქალი მსოფლიოში ამ თანამდებობაზე [[სირიმავო ბანდარანაიკე]]ს შემდეგ). [[1969]] წელს, მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ მოახდნა 14 უმსხვილესი ბანკის ნაციონალიზაცია, იეკ-ის კონსერვატორმა ლიდერებმა წარუმატებლად სცადეს მისი პარტიიდან გაძევება. ამის შედეგად ფრაქცია გავიდა იეკ-ის რიგებიდან, რამაც გამოიწვია განხეთქილება პარტიაში. ამის შემდეგ ინდირა სათავეში ჩაუდგა დამოუკიდებელ კონგრესის პარტიას, რომელიც ინდოეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იეკ-ის ოფიციალურ სამართალმემკვიდრედ ცნო. [[1971]] წელს გაიმარჯვა არჩევნებში სიღარიბესთან ბრძოლის ლოზუნგით. ამავე წელს დაიწყო [[ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომი]], რასაც მოჰყვა [[ბანგლადეში|აღმოსავლეთ პაკისტანის]] [[ომი ბანგლადეშის დამოუკიდებლობისათვის|დამოუკიდებლობისათვის გამოცხადება]]. ამ ომში ინდოეთს მხარს უჭერდა [[სსრკ]].
 
ინდირა განდის მმართველობის პირველ ეტაპზე ქვეყანაში გაიზარდა მრეწველობა. ააგეს პირველი ატომური ელექტროსადგური ([[მაჰარაშტრა]]ს შტატში), სოფლის მეურნეობაში მოხდა ე. წ. [[მწვანე რევოლუცია]], რომლის წყალობითაც მრავალი წლის შემვეგ ინდოეთი აღარ იყო დამოკიდებული იმპორტზე.
 
პაკისტანთან უკანასკნელმა ომმა გააუარესა ინდოეთის ეკონომიკური მდგომარეობა და გამოიწვია არეულობები ქვეყანაში. [[1975]] წელს [[უტარ-პრადეში]]ს უზენაესმა სასამართლომ ინდირა განდი დაადანაშაულა [[1971]] წლის არჩევნებში საარჩევნო კანონმვებლობის დარღვევაში და მოუწოდა გადამდგარიყო თანამდებობიდან, თან აეკრძალათ მისთვის პოლიტიკური საქმიანობა ექვსი წლის ვადით. პასუხად, ინდირა განდიმ აამოქმედა კონსტიტუციის 352-ე მუხლი და ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. დაიხურა ყველა ოპოზიციური გაზეთი.
 
[[1977]] წელს, საკუთარი პოპულარობის გადაფასების შემდეგ დანიშნა საპარლამენტო არჩევნები და წააგო. იგი ორჯერ დააპატიმრეს და დაადანაშაულეს კორუფციაში.
 
=== მეორე მმართველობა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდირა_განდი“-დან