ვეტერინარია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 11:
==საქართველო==
 
[[საქართველო]]ში [[კარაბადინი]]ს სახით შემორჩენილ [[ქართული ხელნაწერები|ქართულ ხელნაწერებში]], რომლებიც ძირითადად [[XVII საუკუნე| XVII]]-[[XIX საუკუნე|XIX საუკუნეებს]] განეკუთვნება, აღწერილია ცხოველთა სხვადასხვა [[დაავადება]], მათი მკურნალობის მეთოდები და საშუალებები. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოვლენილი და აღწერილია ცხოველის სამკურნალო 47 ქართული [[ხელნაწერი]] წიგნი, რომელთაგან 35 ეხება ცხენის დაავადებათა მკურნალობას. ერთ-ერთი წიგნის ფრაგმენტებში [[ძაღლი]]ს მოშენება, [[დაგეშვა]] და მკურნალობაა აღწერილი. 9 ხელნაწერში [[ფრინველი]]ს მოშენება და დაავადების მკურნალობის საკითხები. 2 ხელნაწერი ვეტრეცეპტურაა: [[ვახტანგ VI]]-მ, [[ბაგრატ ბატონიშვილი|ბაგრატ ბატონიშვილმა]], [[იოანე ბატონიშვილი|იოანე ბატონიშვილმა]] და სხვებმა დიდი წვლილი შეიტანეს ცხოველის სამკურნალო ხელნაწერი წიგნების შედგენასა და გავრცელებაში. [[1818]] წელს ბაგრატ ბატონიშვილმა პეტერბურგში, კერძო სტამბაში, საკუთარი სახსრებით გამოსცა თავისივე ქართულად ნათაგმნი და შეკრებილი წიგნი „სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა“. ეს იყო პირველი ქართული ვეტერინარული წიგნი.
 
XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში პირველი ვეტ-სამკურნალო დაწესებულება გაიხსნა, რითაც დაიწყო ბრძოლა [[ეპიზოოტია|ეპიზოოტიებთან]]. [[1877]] წელს საქართველოში მუშაობდა 4 ვეტექიმი და 20 ვეტფერშალი.
==ლიტერატურა==
 
[[1907]] წელს [[თბილისი|თბილისში]] დაარსდა [[ამიერკავკასია]]ში პირველი ვეტ-ლაბორატორია, რომელმაც საქართველოში მსხვილფეხა საქონლის [[პასტერელოზი]]. [[1913]] წელს აქვე მომზადდა [[ჯილეხი]]ს ([[ციმბირული წყლული]]) საწინააღმდეგო „ცენკოვსკის ვაქცინა“. [[1918]] წელს მ.ფარცვანიძის ინიციატივით [[ქუთაისი|ქუთაისში]] დაარსდა მსხვილფეხა საქონლის ჭირის საწინააღმდეგო სადგური, რომელიც [[1919]] წელს სოფელ [[ტაბახმელა]]ში გადმოიტანეს. შემდეგ შეიქმნა საკავშირო დაქვემდებარების საქართველოს [[ბიოკომბინატი]], [[1928]] წელს თბილისში გაიხსნა სავეტერინარო ტექნიკუმი, [[1932]] წელს დაარსდა [[საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი]].
{{ქე|3|259}}
 
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] ბოლოსა და [[XXI საუკუნე|XXI საუკუნის]] დასაწყისში ვეტერინარია საგრძნობლად განვითარდა. [[2002]] წელს, საქართველოში იყო 639 ვეტ დაწესებულება. იქიდან მოყოლებული, საქართველოში ყოველწლიურად მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა დიაგნოსტიკური გამოკვლევა, პროფილაქტიკური აცრა, [[დეჰელმინთიზაცია]], სამკურნალო-პროფილაქტიკური დამუშავება, [[მეცხოველეობა|მეცხოველეობის]] პროდუქტებისა და საკვების ექსპერტიზა.
 
[[2005]] წლის [[დეკემბერი|დეკემბერში]] მიღებულ იქნა კანონი „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ“. [[სოფლის მეურნეობის სამინისტრო]]ში შეიქმნა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და [[მცენარეები|მცენარეთა]] დაცვის სამსახური (ახლანდელი სოფლის მეურნეობის სამინისტროს [[სურსათის ეროვნული სააგენტო]]), რასაც მოჰყვა ვეტერინარული რეფორმა. შედეგად ძირეულად შეიცვალა ადრე არსებული ვეტდეპარტამენტის სტრუქტურა. ვეტერინარული მომსახურება ძირითადად გახდა ფასიანი, ცხოველთა დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა ტარდება ცხოველის მეპატრონის ხარჯით.
 
==ლიტერატურა==
 
{{ქე|3|259-260}}
[[კატეგორია: ბიოლოგია]]
[[კატეგორია: მედიცინა]]
[[კატეგორია: მკურნალობა]]
[[კატეგორია: ვეტერინარია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვეტერინარია“-დან