გიგა ჯაფარიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
მისი კიდევ ერთი დიდ მადლია ის, რომ დღეს რაჭული საკრავი [[გუდასტვირი]] ცოცხალია. გიგამ დროულად იგრძნო სტვირის გადაშენების საშიშროება . იგი ესტუმრა ლუკია მესტვირეს და ისწავლა მისაგან სტვირზე დაკვრა. გიგა ამის შემდგომ ხშირად გამოდიოდა სახალხო დღესასწაულებზე სტვირით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიგა ჯაფარიძე იყო პირველი თოვლის ბაბუა ახალ წელს საქართველოში, რომელიც საქართველოს ტელევიზიით გამოჩნდა.
 
შემდგომში სტვირი გიგამ თავის უმცროს ძმას — შალვას ასწავლა, რომელმაც კიდევ უფრო პოპულარული გახადა სტვირი და მრავალი მოწაფეც აღზარდა. საზღვარგარეთ — [[გერმანია]]ში ასწავლიდა სტვირის ხელოვნებას გიგას ვაჟი — მერაბიც{{ფაქტი}}. სტვირი დღესაც ცოცხლობს და ეს ბატონი გიგას დიდი დამსახურებაა.
 
იგი არის მრავალი ლექსისა და სიმღერის ავტორი. თვით გიგა საოცარო მგზნებარებით კითხულობდა საკუთარ ლექსებს. დაუვიწყარია მისი „ჰიმნი დედაქალაქს“, „სამშობლო“ და სხვა.