ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 23 მაისი}}{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი
|სურათი = QueenAdelaide.jpg
ხაზი 26:
|ხელმოწერა = Signature of Queen Adelaide of the United Kingdom and Hanover in 1837.jpg
|დინასტია=[[ვეტინები]]}}
'''ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი''' ({{lang-de|Adelheid von Sachsen-Meiningen}}, {{lang-en|Adelaide of Saxe-Meiningen}}; დ. [[13 აგვისტო]], [[1792]] — გ. [[2 დეკემბერი]], [[1849]]) — დიდი ბრიტანეთის, ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1830-37 წლებში როგორც [[უილიამ IV]]-ის მეუღლე. საქსენ-მეინინგენის ჰერცოგ გეორგ I-ისა და ლუიზა ელეონორა ჰოენლოჰ-ლანგენბურგელის ასული. მის პატივსაცემად დაერქვა სახელი ავსტრალიაში ქალაქ [[ადელაიდა|ადელაიდას]].
 
== ბიოგრაფია ==
 
=== ადრეული ცხოვრება ===
ადელაიდა დაიბადა 1792 წლის 13 აგვისტოს, თიურინგიის ქალაქ მეინინგენში. იგი იყო საქსენ-მეინინგენის ჰერცოგ გეორგ I-ისა და მისი მეუღლის, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინც კრისტიან ალბრეხტის ასულ ლუიზა ელეონორა ჰოენლოჰ-ლანგენბურგელის ქალიშვილი. როგორც საქსონიის ჰერცოგის შთამომავალი და [[ვეტინები|ვეტინთა დინასტიის]] წარმომადგენელი, იგი დაბადებიდან ფლობდა მისი სამეფო უდიდებულესობის წოდებას. ადელაიდა მისი მშობლების პირველი შვილი იყო, მათ მის შემდეგ მხოლოდ ერთი ვაჟი ეყოლათ 1800 წელს, სახელად ბერნარდი.
 
1803 წელს ადელაიდას მამა გარდაიცვალა, რის გამოც საქსენ-მეინინგენის ჰერცოგი მისი მცირეწლოვანი ძმა, ბერნარდ II ხდება, რომლის რეგენტადაც დედამისი ლუიზა ელეონორა დაინიშნა. მან წარმატებით შეძლო საჰერცოგოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, მას მერეც კი, რაც საფრანგეთის იმპერატორმა [[ნაპოლეონ I]]-მა ძალის გამოყენებით [[საღვთო რომის იმპერია]] დაშალა 1806 წელს.
 
=== ქორწინება ===
მას შემდეგ, რაც 1817 წლის 6 იანვარს, ინგლისის მეფე [[ჯორჯ IV]]-ის ერთადერთი ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცესა [[შარლოტ ავგუსტა უელსელი|შარლოტ ავგუსტა]] მშობიარობას გადაჰყვა, ჯორჯის ძმებმა სასწრაფოდ დაიწყეს საცოლეების ძებნა, რათა რაც შეიძლება მალე გაეჩინათ მემკვიდრე, რომელიც ტახტზე ავიდოდა. ცხადია, ყველა მათგანმა არჩევანი თავიანთ მშობლიურ გერმანიაზე შეაჩერა, სადაც უამრავი პრინცესა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა დაქუცმაცებული იყო.
 
შარლოტ ავგუსტას გარდაცვალების შემდეგ რეალურად დადგა ჰანოვერელთა დინასტიის შეწყვეტის რისკი, რადგანაც ამ დროს დინასტიის ყველა მამაკაცი უშვილო იყო და ვინაიდან ჯორჯ IV [[კაროლინა ბრაუნშვაიგელი|ცოლს]] ახლოსაც აღარ ეკარებოდა, საჭირო იყო მის ძმებს დაეტოვებინათ მემკვიდრე, განსაკუთრებით კი კლარინსის ჰერცოგ უილიამს, რომელიც ჯორჯის შემდეგ უფროსი ვაჟი და შესაბამისად პირველი მემკვიდრე იყო. უილიამმა თავისი საცოლის ძებნა პატარა გერმანულ სამთავროში, თიურინგიაში დაიწყო.
[[ფაილი:Adelaide of Saxe-Meiningen.jpg|მარცხნივ|მინი|395x395პქ|დედოფალი ადელაიდა 1832 წელს]]
ამავდროულად დაქორწინდა მეფის მეორე ძმა, კენტის ჰერცოგი ედუარდი, რომელმაც ცოლად დაქვრივებული და ორ შვილიანი ვიქტორია საქსენ-კობურგ-გოთელი შეირთო, თუმცა მასთან მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა (შემდგომში ცნობილი როგორც დედოფალი ვიქტორია). მიუხედავად ამისა, კლარინსის ჰერცოგს უპირატესობა ჰქონდა, რამეთუ მას საყვარლისგან უკვე ჰყავდა უკანონო შვილი, რომლის ლეგიტიმაციაც არც ისე რთული ამბავი იყო.
ხაზი 50:
მათ ქორწინებაში დაბადებული ხუთი მკვდარი ბავშვის შემდეგ, ტახტის პირველ მემკვიდრედ უილიამის ძმის, ედუარდის ასული ვიქტორია დარჩა, რომელზეც დედამისი ღელავდა, რომ მოწამლავდნენ ან მოკლავდნენ, ამიტომაც ისინი სამეფო კარიდან შორს ცხოვრობდნენ და მეტიც, იგი ვიქტორიას ყოველთვის თავის ოთახში აძინებდა, რათა იგი ძილში არ მოეკლათ. განსაკუთრებულ საფრთხეს უილიამის უმცროსი ძმა, ერნესტი წარმოადგენდა, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი ტახტის მისაღებად.
 
1830 წელს, ჯორჯ IV-ის უშვილოდ დაღუპვის შემდეგ მეფე უილიამ IV გახდა, ადელაიდა კი დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფლად გვევლინება, თუმცა მისმა ამ მდგომარეობამ არც ისე დიდხანს გასტანა. უილიამი 1837 წელს დაიღუპა და ვინაიდან მათაც არ დარჩენიათ შვილები და კენტის ჰერცოგიც ამ დროისთვის უკვე მკვდარი იყო, ტახტზე დედოფალი [[ვიქტორია]] ავიდა. ამის შემდეგ ადელაიდამ დატოვა სამეფო კარი და ქალაქ სენმორის მახლობლად დასახლდა ბენტლის სასახლეში (დღეისათვის ეს ტერიტორია უკვე ლონდონის შემადგენლობაშია). იგი სწორედ აქ გარდაიცვალა, 1849 წლის 2 დეკემბერს, 57 წლის ასაკში, დაკრძალეს წმინდა გიორგის სამლოცველოში, უინძორის სასახლეში.
 
== შვილები ==
ხაზი 60:
 
== ლიტერატურა ==
* Allen, W. Gore (1960). King William IV. London: Cresset Press
* Greville, Charles (2005). The Diaries of Charles Greville (Edward and Deanna Pearce, eds.) London: Pimlico. ISBN 1-84413-404-0
* Sandars, Mary F. (Frances): The life and times of Queen Adelaide. London 1915 ISBN 978-1-17678-560-1
* Weir, Alison (1996). Britain's Royal Families: The Complete Genealogy, Revised edition. Random House. ISBN 978-0-7126-7448-5.
* Williamson, David: The National Portrait Gallery History of the Kings and Queens of England. London 1998 ISBN 978-1-56852-279-1
* Ziegler, Philip (1971). King William IV. London: Collins. ISBN 0-00-211934-X
 
{{გაერთიანებული სამეფოს კონსორტები}}