ედუარდ წამებული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 132:
'''ედუარდ წამებული''' ({{lang-en|Edward the Martyr}}; {{Tooltip|დ.|დაახლოებით}} [[962]] — [[18 მარტი]], [[978]]) — [[ინგლისის სამეფო|ინგლისი]]ს მეფე 975–978 წლებში. [[უესექსის დინასტია|უესექსის დინასტიის]] წარმომადგენელი. [[ედგარი (ინგლისი)|ედგარ მშვიდობისმოყვარისა]] და მისი პირველი ცოლის, ეთელფლედას ძე. კანონიზირებულია 1001 წელს. პატივს მიაგებენ, როგორც [[წმინდანი|წმინდანს]] [[აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია|მართლმადიდებლურ]], [[რომის კათოლიკური ეკლესია|კათოლიკურ]] და [[ანგლიკანიზმი|ანგლიკანურ]] ეკლესიებში.
 
მისი [[კორონაცია]] შედგა კინგსტონში 975 წელს. ანგლო-საქსური ქრონიკების ერთი ვერსიის მიხედვით, 978 წლის 18 მარტს (სხვა ვერსიით 979 წელს) ახალგაზრდა მეფე მიწვეულ იქნა დორსეტის საგრაფოში მდებარე კორფის ციხესიმაგრეში, სადაც იმ დროს ცხოვრობდნენ პრინცი [[ეთელრედ უწიგნური|ეთელრედი]] და მისი დედა, განსვენებული [[ედგარი (ინგლისი)|ედგარ მშვიდობისმოყვარის]] მეორე ცოლი — ელფთრიტა ({{lang-ang|Ælfthryth}}). გადმოცემის მიხედვით ცხენზე ამხედრებული მეფის მოჩვენებითი მისალმებისას, ელფთრიტას მსახურებმა მოულოდნელად ალყაში მოაქციეს იგი და ხელები გაუკავეს, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა მისთვის ხანჯლის მკერდში ჩაცემა მოასწრო. მეფის დამფრთხალი ცხენი ციხესიმაგრის მიმდებარე ტყის მიმართულებით გაიქცა, როდესაც ცხენიდან გადმოვარდნისას ედუარდს ფეხი უზანგში გაეჭედა. თვითმხილველებმა დაინახეს, თუ როგორ ათრია ცხენმა დაჭრილი მეფე მიწაზე.
 
==რესურსები ინტერნეტში==