ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
არ არის საჭირო
No edit summary
ხაზი 17:
| ოფიციალური საიტი =
}}
'''ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი''' — სახელმწიფო ნაკრძალი [[საქართველო]]ში, [[ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი|ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში]]. მდებარეობს [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|კავკასიონის მთავარი ქედის]] სამხრეთ კალთებზე, [[საქართველო]]ს ტერიტორიაზე. დაარსდა [[1912]] წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის [[ლუდვიკ მლოკოსიევიჩი]]ს მიერ. უჭირავს 19749 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და [[ექსპოზიცია (ლანდშაფტი)|ექსპოზიციის ფერდობები]], ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს [[ფლორა|მცენარეული საფრის]] მრავალფეროვნებას. აქ მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი ([[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 450-2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით, „ხალებით“ და დეკიანებით. ამ სარტყლებს შორის განლაგებულია სუბალპური მეჩხერი (მაღალმთის მუხისა და ბოკვის) და ტანბრეცილი (არყის) ტყეების სარტყელი ([[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1700-2300 მ). ალპური სარტყლის მაღლა სუბნივალური სარტყელია (ზღვის დონიდან 3000 მ) ძლიერ მეჩხერი ბალახნარით.
 
[[საქართველო]]ში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: [[ლაფანი]], კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება [[აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი]], ბევრია [[კავკასიური არჩვი]], [[კავკასიური კეთილშობილი ირემი]], [[ევროპული შველი]], [[კავკასიური მურა დათვი]], [[კავკასიური ფოცხვერი]], [[გარეული ღორი]], [[თეთრგულა კვერნა|თეთრგულა]] და [[ყვითელგულა კვერნა]], [[ამიერკავკასიური მაჩვი]], [[კავკასიური ტყის კატა]] და სხვა.