ყარაკულის ცხვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ყარაკულის ცხვარი''' — სამაჟდაკე მიმართულების ცხიმკუდიანი უხეშმატყლიანი ცხვრის ჯიში. ერთ-ერთი ვერსიით ითვლება, რომ ერთ-ერთი უძველესი ჯიშია და გამოყვანილია ძველ დროში შუა აზიის ხალხების მიერ ადგილობრივი ცხვრების ხანგრძლივი გადარჩევის გზით;<ref name="დსე">''ავარიანოვი ი. ი.'',[http://bse.sci-lib.com/article058977.html ყარაკულის ცხვარი] // [[დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]] [30 ტომად], მთ. რედ. [[ალექსანდრე პროხოროვი|პროხოროვი ა. მ.]], III გამოც., {{comment|მოსკ.|მოსკოვი}}: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969.</ref> მეორე ვერსიით ყარაკულის ცხვარი გამოყვანილია XVII–XVIII საუკუნეში დუმიანი და ნახევრად უხეშმატყლიანი ცხვრების შეჯვარებით.<ref name="დრე" /> წამყვანი სამაჟდაკე ჯიში იყო საბჭოთა კავშირში. ყარაკულის ცხვრების უმრავლესობას თავი ნახევრად ცხვირკუზიანი, ტანი ღრმა, კუდი კი ცხიმდაგროვილი აქვს, რომელიც S-ის მსგავსი მჭლე დანამატით ბოლოვდება.<ref name="დსე" /> ამტანები, მცირე მოთხოვნილების მქონენი და უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს პირობებში საძოვარზე ხანგრძლივად ყოფნას შეჩვეულები არიან.<ref name="დრე" /> ერკემალი რქიანია (სპირალისებური რქები აქვს),<ref name="დრე" /> ნერბი — ურქო. ერკემლის მასაა 55–65 კგ, ნერბისა 45–50 კგ. 7–8 თვის ბატკნის ნაკლავის მასაა გასუქების შემდეგ 10–12 კგ-ია, ნაკლავის გამოსავალი 41–43%; ნერბისა შესაბამისად 18–20 კგ და 45–50%.<ref name="დრე" /> ბატკნობის ასაკში ცხვრების უმრავლესობა (დაახლ. 80%) ფერად შავია, დანარჩენი რუხი, ყავისფერი და სხვ.; ასაკთან ერთად შეფერილობა ჭაღარავდება, მხოლოდ თავი და ფეხები რჩება იგივე ფერის.<ref name="დსე" /> ახალდაბადებული ბატკნის საფარველი ნაზია, ზრდასთან ერთ კი იცვლება და უხეში ტიპისა ხდება.<ref name="დსე" /> ყარაკულის ცხვრის ძირითადი პროდუქცია მაჟდაკია (ყარაკული), რომელზეც დიდი მოთხოვნილება არსებობს. მოზრდილი ცხვრის მატყლი კარგად ითელება; მას უხეში ქსოვილებისა და ხალიჩების დასამზადებლად იყენებენ. ერკემლის წლიური ნაპარსი (2 გაპარსვაზე) 3,5–3,8 კგ-ს შეადგენს, ნერბისა — 2,0–2,2 კგ-ს. თივთიკის სიგრძე 18 სმ-მდეა.<ref name="დრე" /> ბატკნის აღზრდისაგან განთავისუფლებული ნერბი გამოიყენება რძის მისაღებად (25–30 კგ რძე ლაქტაციისას — 60 დღე);<ref name="დსე" /> გარდა ამისა ყარაკულის ცხვარს იყენებენ სახორცედ და საქონედ.<ref name="დრე">''ეროხინი ა. ი.'', [http://bigenc.ru/agriculture/text/2044645 ყარაკულის ცხვარი] // [[დიდი რუსული ენციკლოპედია]] [35 ტომად], მთ. რედ. [[იური სერგეის ძე ოსიპოვი|ოსიპოვი ი. ს.]], {{comment|მოსკ.|მოსკოვი}}: გამომც. დიდი რუსული ენციკლოპედია, 2004–2017.</ref> ნაყოფიერება 105–110 ბატკანია 100 ნერბზე.<ref name="დრე" />
 
ამ ჯიშთან დაკავშირებით სანაშენო საქმიანობა მიმართულია ხარისხის გაზრდისა და ასორტიმენტის გაფართოებისაკენ. ყარაკულის ცხვარი გამოიყენება სხვა ჯიშების კრაველის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.<ref name="დსე" />
 
მსოფლიოში მისი რიცხოვნობა 31 მილიონ სულზე მეტია. აშენებენ 50-ზე მეტ ქვეყანაში, ძირითადად კი უზბეკეთში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, ავღანეთში, ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ირანსა და რუსეთში (ასტრახანის ოლქისა და ყალმუხეთის მეურნეობებში).<ref name="დრე" />
 
== ლიტერატურა ==