ყარაკულის ცხვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ყარაკულის ცხვარი''' — სამაჟდაკე მიმართულების ცხიმკუდიანი უ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ყარაკულის ცხვარი''' — სამაჟდაკე მიმართულების ცხიმკუდიანი უხეშმატყლიანი ცხვრის ჯიში. ითვლება, რომ ერთ-ერთი უძველესი ჯიშია და გამოყვანილია ძველ დროში შუა აზიიაზიის ხალხების მიერ ადგილობრივი ცხვრების ხანგრძლივი გადარჩევის გზით.<ref name="დსე">[http://bse.sci-lib.com/article058977.html ყარაკულის ცხვარი] // [[დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]] [30 ტომად], მთ. რედ. [[ალექსანდრე პროხოროვი|პროხოროვი ა. მ.]], III გამოც., {{comment|მოსკ.|მოსკოვი}}: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969.</ref> წამყვანი სამაჟდაკე ჯიში იყო საბჭოთა კავშირში. ყარაკულის ცხვრების უმრავლესობას თავი ნახევრად ცხვირკუზიანი, ტანი ღრმა, კუდი კი ცხიმდაგროვილი აქვს, რომელიც S-ის მსგავსი მჭლე დანამატით ბოლოვდება.<ref name="დსე" /> ერკემალი რქიანია, ნერბი — ურქო. ერკემლის მასაა 55–65 კგ, ნერბისა 45–50 კგ. ყარაკულის ცხვრის ძირითადი პროდუქცია მაჟდაკია, რომელზეც დიდი მოთხოვნილება არსებობს. მოზრდილი ცხვრის მატყლი კარგად ითელება; მას უხეში ქსოვილებისა და ხალიჩების დასამზადებლად იყენებენ. ერკემლის წლიური ნაპარსი (2 გაპარსვაზე) 3,5–3,8 კგ-ს შეადგენს, ნერბისა — 2,0–2,2 კგ-ს.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|624}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:ცხვრის ჯიშები]]