ლანდშაფტების ეკოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ლანდშაფტების ეკოლოგიის ფარგლებში მეცნიერების განვითარების რაიონების მიხედვით განასხვავებენ 3 ძირითად მეთოდოლოგიურ მიდგომას. [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]] გაბატონებულია ბიოცენტრული ანალიტიკური მიდგომა რაოდენობრივი მეთოდების პრიორიტეტითა და მოდელირებით. [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპაში]] ჭარბობს თვისებრივი ემპირიული მეთოდები, კარტოგრაფირების ფართო გამოყენება, ჰუმანიტარული მეცნიერებების მეთოდები, ძირითადი აქცენტი კეთდება მიწათსარგებლობის ოპტიმიზაციაზე, ლანდშაფტურ დაგეგმარებაზე, ძლიერ შეცვლილი ანთროპოგენური ლანდშაფტების მმართველობასა და მცირედ შეცვლილი ლანდშაფტების დაცვაზე. [[ცენტრალური ევროპა|ცენტრალურსა]] და [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპაში]] გაბატონებულია გეოცენტრული მიდგომა, სადაც ძირითადი ყურადღება მიმართულია ბუნებრივ კომპლექსებში არსებულ ბუნებრივ პროცესებზე, უპირველეს ყოვლისა, ენერგო- და ტენბრუნვასა და ბიოგეოქიმიურ ციკლებზე, [[ლანდშაფტი|ბუნებრივ ლანდშაფტებზე]] არსებულ ანთროპოგენურ გავლენაზე. ყველა რეგიონულ სკოლებში ფართოდ გამოიყენება დისტანციური, სტატისტიკური მეთოდები, სივრცითი ანალიზის მეთოდები, პოპულაციური ეკოლოგია, აგრეთვე მათემატიკური მოდელირება (მარკოვის მოდელების გამოყენებით, გეპ-მოდელები, უჯრედული ავტომატები, ნეირონული ქსელები და ა.შ.). [[XXI საუკუნე|XXI საუკუნიდან]] დაწყებული ლანდშაფტების ეკოლოგიაში სულ უფრო და უფრო გამოიყენება არახაზოვანი დინამიკის თეორიები, იერარქიები, თვითორგანზაციები, გეოინფორმაციული ტექნოლოგიები და რაოდენობრივი ანალიზი.
 
1970-იანი წლების ბოლოდან იქმნება ლანდშაფტების ეკოლოგიის საუნივერსიტეტო დისციპლინები, იქმნება საერთაშორისო ორგანიზაციები, იმართება რეგულარული კონფერენციები. 1982 წლიდან მოქმედებს [[ლანდშფტებისლანდშაფტების ეკოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია]] (IALE), რომლის კონგრესები იმართება 4 წელიწადში ერთხელ; გამოიცემა ჟურნალები: „[[Landscape Eco­logy]]“ და „[[Landscape and Urban Planning]]“.
 
==რესურსები ინტერნეტში==