ლანდშაფტების ეკოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ლანდშაფტების ეკოლოგია''' — სამეცნიერო მიმართულება [[გეოგრაფია|გეოგრაფიისა]] და [[ეკოლოგია|ეკოლოგიის]] მიჯნაზე. შეისწავლის ტერიტორიის სივრცითი ბუნებრივი სტრუქტურის ურთიერთგავლენას რეგიონულ და ლოკალურ დონეებზე და მასზე მიმდინარე ეკოლოგიურ პროცესებს, აგრეთვე ბუნებრივ და ანთროპოგენურ ფაქტორებსა და ლანდშაფტური არაერთგვაროვნების შედეგებს. ეკოლოგიის სხვა მიმართულებებისაგან განსხვავებით ლანდშაფტების ეკოლოგიისათვის დამახასიათებელია პრიორიტეტული ყურადღება სივრცითი პარამეტრებისაკენ და არეალის კონფიგურაციისაკენ როგორც განხილული მოვლენის ეკოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი ფაქტორი. ლანდშაფტების ეკოლოგიის ობიექტია [[ლანდშაფტი|გეოგრაფიული ლანდშაფტი]], კლასიკური ეკოლოგიის ობიექტის — [[ეკოსისტემა|ეკოსისტემებისაგან]] განსხვავებით, შეიცავს არა მხოლოდ [[აბიოტური ფაქტორები|აბიოტურ]] და [[ბიოტური ფაქტორები|ბიოტურ კომპონენტებს]], არამედ თვით [[ადამიანი|ადამიანსაც]] კი. ლანდშაფტების ეკოლოგია განიხილავს გეოგრაფიული ლანდშაფტის სივრცითი არაერთგვაროვნების დინამიკას, მის ელემენტებს შორის ნივთიერებათა ცვლას, სივრცითი არაერთგვაროვნების გავლენას ბიოტურ და აბიოტურ პროცესებზე და დარღვევების გავრცელებას, გარემო პირობებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სისტემას [[ბიოცენოზი|ბიოცენოზებსა]] და [[ლანდშაფტი]]ს ფარგლებში, აგრეთვე ამუშავებს მისი სივრცითი არაერთგვაროვნების მმართველობას. ლანდშაფტების გეოგრაფია განვითარდა [[გერმანია]]ში 1930-იან წლებში უმეტესწილად [[გეოგრაფია|გეოგრაფიის]] ფარგლებში როგორც ბუნებრივი კომპლექსების უწყვეტობისა და მიწათსარგებლობის მმართველობის ფარგლებში არსებული მეცნიერება. განსაკუთრებით გამოსაყოფია [[ერნსტ ნეეფი]]სა და [[ჰარტმუტ ლეზერი]]ს შრომები. ტერმინი ლანდშაფტების გეოგრაფია პირველად შემოიღო გერმანელმა გეოგრაფმა [[კარლ ტროლი|კარლ ტროლმა]] 1939 წელს. შემდგომში ეს მიმართულება ვითარდებოდა კლასიკური ეკოლოგიის ფარგლებში [[ავსტრალია]]სა ([[რიჩარდ ჰობზი]]) და [[აშშ]]-ში ([[რიჩარდ ფორმანი]], [[პოლ რისერი]]) ეკოსისტემური პროცესების ახსნისთვის, განსაკუთრებით ცხოველთა მიგრაციის, პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებისთვის გეოგრაფიული ლანდშაფტის სივრცითი ორგანიზაციის ფაქტორის მიზიდვასთან ერთად (ზომები, ფორმები, კონფიგურაციები, ადგილსამყოფლის მეზობლობა), ამასთან ერთად, გამოიყენებოდა გეოგრაფიის მეთოდური აპარატიც. ლანდშაფტების ეკოლოგიის ობიექტი განისაზღვრება როგორც ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ან ეკოლოგიურ-ეკონომიკური სისტემა ან/და როგორც ლოკალური, რეგიონული, ზონალური და გლობალური ეკოსისტემები. 1980-იანი წლებიდან ლანდშაფტების ეკოლოგია ვითარდება როგორც ბუნებათსარგებლობის მმართველობის თეორიული საფუძველი.
 
ლანდშაფტების ეკოლოგიის ფარგლებში მეცნიერების განვითარების რაიონების მიხედვით განასხვავებენ 3 ძირითად მეთოდოლოგიურ მიდგომას. [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]] გაბატონებულია ბიოცენტრული ანალიტიკური მიდგომა რაოდენობრივი მეთოდების პრიორიტეტითა და მოდელირებით. [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპაში]] ჭარბობს თვისებრივი ემპირიული მეთოდები, კარტოგრაფირების ფართო გამოყენება, ჰუმანიტარული მეცნიერებების მეთოდები, ძირითადი აქცენტი კეთდება მიწათსარგებლობის ოპტიმიზაციაზე, ლანდშაფტურ დაგეგმარებაზე, ძლიერ შეცვლილი ანთროპოგენური ლანდშაფტების მმართველობასა და მცირედ შეცვლილი ლანდშაფტების დაცვაზე. [[ცენტრალური ევროპა|ცენტრალურსა]] და [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპაში]] გაბატონებულია გეოცენტრული მიდგომა, სადაც ძირითადი ყურადღება მიმართულია ბუნებრივ კომპლექსებში არსებულ ბუნებრივ პროცესებზე, უპირველეს ყოვლისა, ენერგო- და ტენბრუნვასა და ბიოგეოქიმიურ ციკლებზე, [[ლანდშაფტი|ბუნებრივ ლანდშაფტებზე]] არსებულ ანთროპოგენურ გავლენაზე. ყველა რეგიონულ სკოლებში ფართოდ გამოიყენება დისტანციური, სტატისტიკური მეთოდები, სივრცითი ანალიზის მეთოდები, პოპულაციური ეკოლოგია, აგრეთვე მათემატიკური მოდელირება (მარკოვის მოდელების გამოყენებით, გეპ-მოდელები, უჯრედული ავტომატები, ნეირონული ქსელები და ა.შ.). [[XXI საუკუნე|XXI საუკუნიდან]] დაწყებული ლანდშაფტების ეკოლოგიაში სულ უფრო და უფრო გამოიყენება არახაზოვანი დინამიკის თეორიები, იერარქიები, თვითორგანზაციები, გეოინფორმაციული ტექნოლოგიები და რაოდენობრივი ანალიზი.
 
==რესურსები ინტერნეტში==