ლანდშაფტების ეკოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ლანდშაფტების ეკოლოგია''' — სამეცნიერო მიმართულება [[გეოგრაფია|გეოგრაფიისა]] და [[ეკოლოგია|ეკოლოგიის]] მიჯნაზე. შეისწავლის ტერიტორიის სივრცითი ბუნებრივი სტრუქტურის ურთიერთგავლენას რეგიონულ და ლოკალურ დონეებზე და მასზე მიმდინარე ეკოლოგიურ პროცესებს, აგრეთვე ბუნებრივ და ანთროპოგენურ ფაქტორებსა და ლანდშაფტური არაერთგვაროვნების შედეგებს. ეკოლოგიის სხვა მიმართულებებისაგან განსხვავებით ლანდშაფტების ეკოლოგიისათვის დამახასიათებელია პრიორიტეტული ყურადღება სივრცითი პარამეტრებისაკენ დაbარეალისდა არეალის კონფიგურაციისაკენ როგორც განხილული მოვლენის ეკოლოგიური პროცესების მნიშვნელოვანი ფაქტორი. ლანდშაფტების ეკოლოგიის ობიექტია [[ლანდშაფტი|გეოგრაფიული ლანდშაფტი]], კლასიკური ეკოლოგიის ობიექტის — [[ეკოსისტემა|ეკოსისტემებისაგან]] განსხვავებით, შეიცავს არა მხოლოდ [[აბიოტური ფაქტორები|აბიოტურ]] და [[ბიოტური ფაქტორები|ბიოტურ კომპონენტებს]], არამედ თვით [[ადამიანი|ადამიანსაც]] კი. ლანდშაფტების ეკოლოგია განიხილავს გეოგრაფიული ლანდშაფტის სივრცითი არაერთგვაროვნების დინამიკას, მის ელემენტებს შორის
ნივთიერებათა ცვლას, სივრცითი არაერთგვაროვნების გავლენას ბიოტურ და აბიოტურ პროცესებზე და დარღვევების გავრცელებას, გარემო პირობებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სისტემას ბიოცენოზებსა და ლანდშაფტის ფარგლებში, აგრეთვე ამუშავებს მისი სივრცითი არაერთგვარვნების მმართველობას. ლანდშაფტების გეოგრაფია განვითარდა გერმანიაში 1930-იან წლებში უმეტესწილად გეოგრაფიის ფარგლებში როგორც ბუნებრივი კომპლექსების უწყვეტობისა და მიწათსარგებლობის მმართველობის ფარგლებში არსებული მეცნიერება. ტერმინი ლანდშაფტების გეოგრაფია პირველად შემოიღო გერმანელმა გეოგრაფმა კარლ ტროლმა 1939 წელს. შემდგომში ეს მიმართულება ვითარდებოდა კლასიკური ეკოლოგიის ფარგლებში ავსტრალიასა და აშშ-ში ეკოსისტემური პროცესების ახსნისთვის, განსაკუთრებით ცხოველთა მიგრაციის, პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებისთვის გეოგრაფიული ლანდშაფტის სივრცითი ორგანიზაციის ფაქტორის მიზიდვასთან ერთად (ზომები, ფორმები, კონფიგურაციები, ადგილსამყოფლის მეზობლობა), ამასთან ერთად, გამოიყენებოდა გეოგრაფიის მეთოდური აპარატიც. ლანდშაფტების ეკოლოგიის ობიექტი განისაზღვრება როგორც ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ან ეკოლოგიურ-ეკონომიკური სისტემა ან/და როგორც ლოკალური,
რეგიონული, ზონალური და გლობალური ეკოსისტემები. 1980-იანი წლებიდან ლანდშაფტების ეკოლოგია ვითარდება როგორც ბუნებათსარგებლობის მმართველობის თეორიული საფუძველი.