ენეასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
== ტროადან წასვლა ==
[[ფაილი:Aineias Ankhises Louvre F118.jpg|thumb|right|279პქ|<center>ენეასს ტროადან გაჰყავს ანქიზე</center>]]
ათი წელი გრძელდებოდა [[ტროა]]ს ალყა, მაგრამ ვერც ერთი მხარე ვერ აღწევდა გამარჯვებას. ბოლოს აქაველებმა ხერხს მიმართეს. მათ ააგეს ხის დიდი ცხენი და შიგ საუკეთესი მებრძოლები ჩასვეს, თვითონ კი მახლობელ კუნძულ [[ტენედოსი|ტენედოსზე]] გადავიდნენ. მეორე დღეს ტროელებმა მტრის ბანაკი დაათვალიერეს და ეგონათ, რომ ბერძნები შინ დაბრუნდნენ. ბევრი იფიქრეს თუ რა ექნათ ტროას ცხენისათვის, მაგრამ საბოლოოდ [[ლაოკოონი]]სა და [[კასანდრა]]ს გაფრთხილების მიუხედავად ცხენი ქალაქში შეიყვანეს. ღამით აქაველები ცხენიდან გადმოვიდნენ და უკან მობრუნებულ თანამოძმეებს გაუღეს ჭიშკარი. ბერძნებმა მთელი ქალაქი გადაწვეს. ენეასმა და რამდენიმე ტროელმა ბერძნების ფორმა ჩაიცვეს და მტერს შეესივნენ, მაგრამ აქაველები რიცხვით მაინც სჯობნიდნენ ტროელებს და ამიტომ მათ [[პრიამოსი]]ს სასახლეს მიაშურეს. აქ ენეასმა პრიამოსის გვამი ნახა და თავისისთავისი ოჯახი გაახსენდა. რის ვაი-ვაგლახით მიაღწია მამამისთან, მაგრამ [[ანქიზე]]მ უარი უთხრა ტროას დატოვებზე. ამ დროს ენეასის შვილს, [[ასკანიუსი|ასკანიუსს]] თავზე ღვთაებრივი ცეცხლის ალი მოედო. ანქიზე ღვთის ნებას წინ ვეღარ აღუდგა და ენეასს გაჰყვა. ტროას გასასვლელთან იყვენენ, როდესაც მტრის ხმა შემოესმათ. ენეასს შეეშინდა და გზიდან გადაუხვია. გონს რომ მოეგო [[კრეუზა]] ვეღარ დაინახა. მამა და შვილი საიმედო ადგილას გადამალა და თვითონ კი ცოლის საძებნელად წავიდა. ბოლოს იმედი რომ გადაეწურა ცოლის ლანდი წამოადგა და დაამშვიდა:
{{ციტატა|ნუ დარდობ, ასეთი იყო ღმერთის ნება, მე აქ უნდა დავრჩენილიყავი. შენ კი დიდხანს მოგიწევს ხეტიალი, ბოლოს ჰესპერიას მიადგები, სადაც ტიბრი მოჩუხჩუხებს, გექნება შენი სამეფო, გვერდს დედოფალიც დაგიმშვენებს. მხოლოდ ერთსა გთხოვ, შვილს არ მოაკლო ზრუნვა და სიყვარული}}
რაღას გააწყობდა ენეასი, დაბრუდნა მამასა და შვილთან და მათ ირგვლივ შემოკრებილ დევნილებთან ერთად იდას მთისკენ გასწია, სადაც ხომალდები ააგეს და შორეული მიწისაკენ გასწიეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენეასი“-დან