ეროსი (მითოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 6:
ზოგჯერ ეროსი [[გაზაფხული|გაზაფხულის]] ღმერთადაც მიაჩნდათ. ეროსი განაგებდა და მფარველობდა ადამიანების და ღმერთების შინაგან ბუნებას და ზნეობას. ეროსის სიძლიერის წინაშე უკან იხევდნენ როგორც ადამიანები, ასევე ღმერთები. შედარებით გვიან ეროსი ხდება სიყვარულის ღმერთი, აფროდიტეს თანამგზავრი და მოციქული. ეროსის მშვილდიდან ნასროლი ოქროს ისარი არ ცდება არც ღმერთებს და არც ადამიანებს. შეაქვს მათს სულსა და ხორცში სიყვარულის მძაფრი გრძნობა, რომელსაც თან ახლავს სიხარული, ბედნიერება, ტკივილი და ზოგჯერ დაღუპვაც. ეროსი ითვლება არა მხოლოდ ქალ–ვაჟის, არამედ მეგობრული სიყვარულის ღმერთადაც. ელინისტურ ეპოქაში წარმოიშვა აზრი მრავალი ეროსის არსებობის შესახებ. რომში ეროსს ხან [[კუპიდონი|ამურს]] უწოდებდნენ (''[[ლათ.]]'' amor – სიყვარული, ქართულში ფრანგულიდანაა შემოსული და ამური ეწოდება), ხან [[კუპიდონი|კუპიდონს]] (cupido - გულით ნდობა, ვნებიანი სიყვარული). თანდათანობით ეროსი გახდა მწუხარებაში დამშვიდების ღვთაება. ამიტომ საფლავებზე ზოგჯერ მისი პატარა ქანდაკებები გვხვდება. მართალია [[საბერძნეთი|საბერძნეთში]] ფართოდ იყო გავრცელებული ეროსის კულტი, მაგრამ არა მისი ტაძრები. ეროსის ყველაზე მეტად ცნობილი [[ტაძარი]] განლაგებული იყო თესპიაში, სადაც ხუთ წელიწადში ერთხელ ეროსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები [[ეროტიდიები]] იმართებოდა.
==რესურსები ინტერნეტში==
{{commonscat-inline|Eros}}
==სქოლიო==
|