მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
No edit summary
[[ფაილი:Marcus Porcius Cato.jpg|right|250px|thumb|კატონის ქანდაკება. [[ლუვრი]]ს მუზეუმი. კატონი სიკვდილის წინ [[პლატონი]]ს [[ფედონი]]ს ცნობილ დიალოგს კითხულობს [[სოკრატე]]ს სიკვდილზე.]]
 
'''მარკუს პორციუს კატონი''' (დ. [[ძვ. წ. 95]], რომი — გ. [[ძვ. წ. 46]], უტიკა, [[კართაგენი|კართაგენთან]] ახლანდელი [[ტუნისი]]) — რომაელი [[სახელმწიფო]] მოღვაწე და ორატორი.
 
მარკუს პორციუს კატონი დაიბადა ძვ. წ. 95 წარჩინებული რომაული გვარის — პორციუს კატონის ოჯახში. მისი დიდი პაპა იყო [[მარკუს პორციუს კატონი (უფროსი)]]. კატონი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა თავისი სიდინჯით და აუმღრევლობით. ნებისმიერ ვნებათგან დაუძლეველი, მტკიცე და შუპოვარი [[ხასიათი]]ს მქონე კატონი ადრეული რესპუბლიკის პრინციპთა უდიდეს დამცველად მოევლინა რომს. კატონი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს [[სახელმწიფო]]ში, სადაც ცნობილი იყო როგორც უაღრესად ღირსეული და არაკორუმპირებული ადამიანი. [[პლუტარქე]]ს სიტყვებით ''ის იყო უხეში მლიქვნელთადმი და შეუპოვარი მტრებისადმი; ძალზედ თავდაჭერილი პიროვნება; მისი გაცინება არ იყო ადვილი საქმე; ძალზედ ძნელი იყო, აგრეთვე, მისი განრისხება, მაგრამ უკვე განრისხებულის დაწყნარება კი, არა ნაკლებ რთული...'' კატონმა, ჩვეულებისამებრ გაიარა [[სამხედრო სამსახური]]: ძვ. წ 67-დან [[მაკედონია]]ში ტრიბუნად მსახურობდა. ძვ. წ. 65 იგი აირჩიეს კვესტორად. [[არმია]]ში მსახურობის შემდგომ კატონმა პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. ძვ. წ. 54 კატონი [[პრეტორი]]ს მოვალეობას ასრულებდა.