სპეთის ზედამაცხოვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სპეთის "ზედა მაცხოვარი, "„ზედამაცხოვარი“''' მდებარეობს [[საჩხერის რაიონი]]ს სოფელ [[სპეთი]]ს ტერიტორიაზე, მდ. [[ყვირილა]]ს ხეობაში მოსახლეობისაგან მოშორებით. სახელწოდება „ზედა მაცხოვარი“ მკვიდრდება XVIII საუკუნიდან, მას შემდეგ რაც სპეთში აიგო მაცხოვრის სახელობის მეორე ეკლესია, რომელიც უშუალოდ სოფელში მდებარეობდა და ძველი ეკლესის ქვემოთ იდგა. ამჟამად სპეთში ორი ტაძარია „ზედა მაცხოვარი“ და „ქვედა მაცხოვარი.“ მეორე ეკლესია 1991 წლის მიწისძვრამ დაანგრია და სოფლის მოსახლეობამ, ფაქტობრივად, თავიდან ააშენა. რაც შეეხება „ზედა მაცხოვარს“ მისი ქტიტორის ვინაობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობილია, რომ ტაძარი აშენებულია X—XI საუკუნეების მიჯნაზე და წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ნაგებობას. მისი არქიტექტურული იერი საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. მისთვის არ მიუშენებიათ გარშემოსავლელი და ვერც 1991 წლის მიწისძვრამ დაატყო თავისი კვალი. მიეხედავად ამისა ძეგლს პრობლემები ნამდვილად არ აკლია. ეკლესიის აღმოსავლეთის კედელზე განთავსებულია ორი ასომთავრული წარწერა, რომლებიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი და შესაძლოა უახლოეს მომავალში საერთოდ განადგურდეს. მძიმე მდგომარეობაშია ფასადი, ქვის გადახურვა, ნესტისაგან დაწყებულია ქვის დაშლის პროცესი და საჭიროებს სასწრაფო რესტავრაციას. ჩვენი დროის წარწერა, რომელიც გვამცნობს, რომ: „ძეგლი დაცულია სახელმწიფოს მიერ“ ჩამოხსნილია და ეკლესიაშია შენახული. ეს ალბათ სამართლიანიცაა, რადგან ძეგლს სახელმწიფოს ზრუნვისა არაფერი ეტყობა. სპეთის „ზედა მაცხოვრის“ ყველაზე დიდ ღირშესანიშნაობას მისი კანკელი წარმოადგენს, რომელიც თაბაშირისაა და XI საუკუნეშია დამზადებული. სავანის კანკელისაგან განსხვავებით ის რუსების მავნებლობის მსხვერპლი არ გამხდარა, რაც შესაძლოა მისმა ადგილმდებარეობამ განაპირობა. სპეთის კანკელის შესახებ ცნობებს ვახუშტი ბატონიშვილიც გვაწვდის.
 
== რესურსები ინტერნეტში ==