ჯოვანი ბოკაჩო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
 
==შემოქმედება==
ბოკაჩოს შემოქმედება იყოფა ორ ძირითად ნაწილად. ნეაპოლის პერიოდი მისი ახალგაზრდობის ხანისაა, ხოლო ფლორენციისა — გვიანდელი. ბოკაჩო [[კუატროჩენტო]]სა და ახლად ფეხადგმული, ზეაღმავალი ბურჟუაზიის ტიპური წარმომადგენელია. ფართო ჰუმანისტური განათლების მიუხედავად, იგი განმსჭვალული იყო [[ცრურწმენა|ცრურწმენებით]], მერყეობდა [[სკეპტიციზმი|სკეპტიციზმსა]] და [[ორთოდოქსია]]ს შორის. ბოკაჩომ მთელი თავისი მოღვაწეობით ზღვარი დაუდო საშუალო საუკენეებისსაუკუნეების მისტიციზმსა და ასკეტიზმს, მწერლობაში დაამკვირდა ახალი ეპოქის ადამიანი. ლათინი კლასიკოსების შესწავლამ და ტოსკანური, კერძოდ, ფლორენციული ხალხური კილოს ცოდნამ მას შესძინა ბუნებრივი და მოხდენილი ფრაზის ხელოვნება. ბოკაჩომ დიდი წვლილი შეიტანა მოქნილი და მდიდარი იტალიური სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში. თუ [[დანტე]] და [[პეტრარკა]] ითვლებიან იტალიური პოეზიის მამამთავრებად, ბოკაჩოს მიიჩნევენ იტალიური მხატვრული პროზის ფუძემდებლად. ბოკაჩო დანტეს დიდი თაყვანისმცემელი იყო და ბაძავდა კიდეც მას, განსაკუთრებით თავისი შემოქმედების პირველ პერიოდში. ბოკაჩო მოესწრო დანტეს პოპულარობის გაძლიერებას ფლორენციაში.
 
===ნეაპოლის პერიოდი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოვანი_ბოკაჩო“-დან