ჯოვანი ბოკაჩო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
ჯოვანი ბოკაჩო იყო [[ფლორენცია|ფლორენციელი]] სოვდაგრის და წარჩინებული წოდების ფრანგი ქალის, ჟანას, შვილი. დედა ადრე გარდაეცვალა. ერთი წლიდან ფლორენციაში[[ფლორენცია]]ში დედინაცვალი ზრდიდა. ათ წლამდე ჯოვანი ფლორენციაში იზრდებოდა, შემდეგ კი აღსაზრდელად მიაბარეს ერთ ვაჭარს [[ნეაპოლი|ნეაპოლში]], რომლისგანაც მას კომერცია უნდა ესწავლა. ბოკაჩომ ვაჭრობა ექვსი წლის მეცადინეობის მიუხედავად ვერ შეისწავლა, ასევევერ შეისწავლა [[სამართალი]], რომელსაც შემდეგი ექვსი წლის მანძილზე სწავლობდა. ახალგაზრდა ბოკაჩოს არ სურდა ვაჭრობისა და სამართლის სწავლა, არამედ გული მიუწევდა პოეზიისა და მწერლობისკენ, ბავშვობიდანვე ეცნობოდა რა რომაელი კლასიკოსებისა ([[ვერგილიუსი]], [[ოვიდიუსი]], [[სენეკა]], [[ციცერონი]]) და [[დანტე]]ს შემოქმედებას.
 
[[ნეაპოლი|ნეაპოლში]] ბოკაჩო მოხვდა მეფე [[რობერტ ანჟუელი]]ს კარზე. რობერტ ანჟუელი იყო განათლებული და რამდენიმე უმნიშნელო ლიტერატურული ქმნილების ავტორი, რომელიც სიამოვნებით იკრებდა თავის გარშემო ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტებსა და მეცნიერებს. ბოკაჩომ მეფის კარზე გაიცნო ფრანგი რაინდული ზნეობანი, ეზიარა ელინურ და ლათინურ კულტურას; ამავე დროს, განიცადა ჰუმანისტური იდეების გავლენა. ნეაპოლში ბოკაჩოს შეუყვარდა მეფე რობერტის გათხოვილი ქალიშვილი [[მარიამ აქვინელი]], რომელიც შემდგომ განსახიერდა ბოკაჩოს შემოქმედებაში ფიამეტას სახით. მარიამ აქვინელმა შთააგონა ბოკაჩოს პირველი ნაწარმოებები — რომანი „[[ფილოკოლო]]“ (1336) და იტალიურ პოეზიაში ოქტავებით დაწერილი პირველი პოემა „[[ფიეზოლელი ნიმფები]]“ (1345). ამ ადრინდელ ნაწერებში სჭარბობს კლასიკური მითოლოგიით შეფერილი საშუალო საუკუნეების ლიტერატურული ფორმები (რაინდული თაგადასავლები, ალეგორიზმები და სხვა)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოვანი_ბოკაჩო“-დან