ბენიტო მუსოლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 64:
როდესაც ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ მუსოლინი ციხიდან გამოვიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა გამხდარიყო სოციალისტური პარტიის ლიდერი და ეს პარტია სოციალისტურ - რესპუბლიკურ პარტიად ექცია. მისი გამოსვლა პარტიის მორიგ ყრილობაზე იმდენად ენერგიული და შთამბეჭდავი იყო, რომ მომდევნო [[1912]] წლის ბოლოს პარტიის ხელმძღვანელობამ დანიშნა „პროფესორი ბენიტო მუსოლინი“ სოციალისტების მთავარი ბეჭდვითი ორგანოს მილანში გამომავალ გაზეთ „ავანტი“-ს მთავარ რედაქტორად. აქაც ისევე, როგორც პროვინციალურ „კლასობრივ ბრძოლაში“ მუსოლინი ყველა პოლიტიკურ სტატიას წერდა თვითონ და მისი რედაქტორული ნიჭის წყალობით მოკლე ხანში გაზეთის ტირაჟი რამდენიმეჯერ გაიზარდა. „ის შორს წავა““ — ასეთი აზრის იყვნენ მუსოლინიზე თანაპარტიელები. მაგრამ [[1913]] წლის არჩევნებში, რომელშიც ის ქ. ფორლიდან წარდგენილი სოციალისტური პარტიის კანდიდატი იყო და წინასაარჩევნო გამოსვლებში ამხელდა მილიტარიზმს, იმპერიალიზმს და ნაციონალიზმს, მან პირწმინდად წააგო.
 
=== ფაშიზმის აღმოცენება ( [[1914]] - [[1922]] ) ===
[[ფაილი:Benito Mussolini 1917.jpg|მინი|მუსოლინი როგორც იტალიელი ჯარისკაცი, [[1917]]]]
1914 წლის [[28 ივლისი|28 ივლისს]] [[ავსტრია]]მ გამოუცხადა ომი [[სერბეთი|სერბეთს]]. დაიწყო [[პირველი მსოფლიო ომი|დიდი ომი]]. მუსოლინი გაზეთ „ავანტ“"-ს ფურცლებზე იმეორებდა თავის ჩვეულ ლოზუნგებს: „ძირს ომი! გაუმარჯოს ჰუმანიზმს!“ მისი თანაპარტიელი სოციალისტები თვლიდნენ, რომ იტალიამ „მკაცრი ნეიტრალიტეტი“ უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ მუსოლინი კარგად ხედავდა, რომ ეს პოზიცია პარტიისთვისაც და პირადად მისთვისაც პოლიტიკურად წაგებიანი იყო. ამიტომ მას გაუჩნდა სულ სხვა, დიამეტრალურად საწინააღმდეგო იდეები.