კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

განათლება მიიღო თბილისის პირველ გიმნაზიაში, სადაც ხშირად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში. მარჯანიშვილი პირველად გამოვიდა [[1894]] წელს ქუთაისის დრამატულ დასში, რომელსაც [[კოტე მესხი]] ხელმძღვანელობდა. ამავე წელს 27 ნოემბერს დებიუტი ჰქონდა თბილისის სცენაზე, შეასრულა ერეკლეს როლი აკაკი წერეთლის დრამატულ პოემაში „პატარა კახი“. 1897] წელს მარჯანიშვილი [[რუსეთი | რუსეთში]] გაემგზავრა. მსახიობობდა ქ. ელიზავეტგრადში, [[ქერჩი|ქერჩში]], [[ბაქო]]ში, [[ტაშკენტი|ტაშკენტში]], [[აშხაბადი|აშხაბადში]], [[ტულა]]ში, [[ლუგანსკი|ლუგანსკში]], [[ვიატკა]]ში.
 
===შემოქმედება===
===კარიერა===
1900-1901 წლებში სათეატრო სეზონში [[ვიატკა]]ში დადგა [[ჩეხოვი, ანტონ | ანტონ ჩეხოვის]] პიესა „ძია ვანია“. 1904-იდან მოღვაწეობდა, როგორც რეჟისორი. 1904-1905 და 1905-1906 სეზონში მიიწვიეს კ. ნეზლობინის დრამატულ დასის რეჟისორად [[რიგა]]ში, სადაც დადგა [[გორკი, მაქსიმ |მაქსიმ გორკის]] პიესა „მოაგარაკენი“. [[რუსეთის რევოლუცია (1905)|1905 წლის რევოლუციის]] დღეებში მარჯანიშვილი დაუახლოვდა გორკის. იგი მონაწილეობდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში, გამოდიოდა მიტინგებზე. დიდ ყურადღებას უთმობდა თეატრის რევოლუციურ სულისკვეთებას, მოქალაქეობრივ პათოსს, სადღესასწაულო განწყობილებას. მარჯანიშვილი რეჟისორად მუშაობდა [[ხარკოვი|ხარკოვის]] (1906-1907), [[კიევი|კიევის]] (1907-1908), [[ოდესა|ოდესის]] (1908-1909) დრამატულ დასებში.