ანდრე მარი ამპერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
ამპერს მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ჩატარებული [[მათემატიკა]]ში, [[მექანიკა]]სა და [[ფიზიკა]]ში. მისი ძირითადი ფიზიკური ნაშრომები შესრულებულია ელექტროდინამიკის სფეროში. [[1820]] წელს მან დაადგინა მაგნიტურ ისარზე [[მაგნიტური ველი]]ს მოქმედების მიმართულების განსაზღვრის წესი, რომელიც დღეს [[ამპერის კანონი]]ს სახელითაა ცნობილი; ჩაატარა მრავალი ცდა [[მაგნიტი|მაგნიტსა]] და [[ელექტრული დენი|ელექტრულ დენს]] შორის ურთიერთქმედების გამოსაკვლევად; ამ მიზნებისთვის მან შექმნა მრავალი ხელსაწყო; ამპერმა აღმოაჩინა, რომ დედამიწის მაგნიტური ველი გავლენას ახდენს დენის მოძრავ გამტარებზე. იმავე წელს მან აღმოაჩინა ურთიერთქმედება ელექტრულ დენებს შორის, მოახდინა ამ მოვლენის ფორმულირება ([[ამპერის კანონი]]), განავრცო მაგნეტიზმის თეორია, შემოგვთავაზა ელექტრომაგნიტური პროცესების გამოყენება სიგნალთა გადაცემისთვის.
 
[[1822]] წელს ამპერმა აღმოაჩინა [[სოლენოიდი]]ს ([[ინდუქტივობის კოჭა|დენიანი კოჭას]]) მაგნიტური ეფექტი, საიდანაც მომდინარეობდა სოლენოიდის ეკვივალენტობის იდეა მუდმივი მაგნიტისთვის. აგრეთვე მან შემოგვთავაზა მაგნიტური ველის გაძლიერების იდეა რკინის ფულარის მეშვეობით, რომელიც მოთავსებული იქნებოდა სოლენოიდის შიგნით. ამპერმა თავისი იდეები გადმოსცა ნაშრომებში „ელექტროდინამიკური დაკვირვებების კრებული“ ({{lang-fr|„Recueil d’observations electrodynamiques“}}, [[პარიზი]], [[1822]]), „ელექტროდინამიკური მოვლენების თეორიის მოკლე კურსი“ ({{lang-fr|„Precis de la theorie des phenomenes electrodynamiques“}}, პარიზი, [[1824]]), „ელექტროდინამიკური მოვლენების თეორია“ ({{lang-fr|„Theorie des phenomenes electrodynamiques“}}). [[1826]] წელს მან დაამტკიცა [[ამპერის კანონი|მაგნიტური ველის ცირკულაციის თეორემა]]. [[1829]] წელს ამპერმა გამოიგონა ისეთი ხელსაწყოები, როგორებიცაა კომუტატორი და ელექტრომაგნიტური [[ტელეგრაფი]].
 
მექანიკაში მას ეკუთვნის ტერმინ „[[კინემატიკა|კინემატიკის]]“ ფორმულირება.