სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი''' — ქართველ მაჰმადიანთა მიერ [[საქართველო]]სთან [[აჭარა|აჭარის]] შესაერთებლად შექმნილი ორგანიზაცია. [[1918]] წლის აპრილში [[ბათუმი|ბათუმში]] [[თურქეთი]]ს საოკუპაციო ჯარის შესვლის შემდეგ პროგრესულად მოღვაწეებმა აჭარა დატოვეს. ისინი [[თბილისი|თბილისში]] ჩავიდნენ. ამ პერიოდში თბილისში დაარსდა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეს აირჩიეს [[მემედ აბაშიძე]]. წევრებად [[ჰაიდარ აბაშიძე]] (მოადგილე), [[სულეიმან დიასამიძე]] (მდივანი), მ. თხილაიშვილი, ჰადირ შერვაშიძე, ზია აბაშიძე, სულეიმან ბეჟანიძე, ქ. ნოღაიდელი, ი. ქათამაძე, ქემალ დიასამიძე, იუნუს წულუკიძე, გულოაღა კაიკაციშვილი, აბდულ მიქელაძე და სხვები.
 
სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მიზანი იყო აჭარის შეერთება საქართველოსთან, აჭარის მოსახლეობაში ქართული ეროვნული შეგნების განმტკიცება, პანისმისტებისაპანისლამისტებისა და სედაიმილეთელების წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. კომიტეტის წინააღმდეგ გაერთიანდნენ ინგლისის საოკუპაციო ხელისუფლება, ოსმალოფილები (სედაიმილეთელები), მუსავატელები, დაშნაკები, დენიკინელები და სხვა რეაქციონერები. აჭარის ან მესხეთის მოსახლეობასთან დასაახლოებლად და მათში ახსნა-განმარტებითი მუშაობის გასაშლელად კომიტეტმა თავისი განყოფილებები შექმნა ოზურგეთსა და ახალციხეში; კომიტეტმა აჭარის მოსახლეობაში დიდი მუშაობა გასწია ოსმალთა საოკუპაციო ხელისუფლების, პანისლამისტურ-რეაქციული არსის, ინგლისის კოლონიური პოლიტიკისა და დენიკინელთა შავრაზმული მისწრაფებების წინააღმდეგ. ოსმალთა დამარცხების შემდეგ ცენტრი თბილისიდან ბათუმში გადაიტანეს. კომიტეტმა [[1919]] წელს დააარსა თავისი ორგანო — გაზეთი „[[სამუსლიმანო საქართველო]]“, რომელმაც ბევრი მოწოდება და პროკლამაცია გამოსცა. 1919 წლის 31 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა მოიწვია [[ბათუმის ოლქი]]ს წარმომადგენელთა ყრილობა, რომელმაც აირჩია სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო) [[მემედ აბაშიძე|მემედ აბაშიძის]] თავმჯდომარეობით, ერთხმად დაადგინა საქართველოსთან აჭარის შეერთება ავტონომიის საფუძველზე და გაგზავნა თავისი დელეგაცია [[პარიზის საზავო კონფერენცია]]ზე. კომიტეტი და მისი შემადგენლობა აჭარის შეერთებას საქართველოსთან დიდი მოწონებით შეხვდა, მაგრამ პირველი რესპუბლიკის მთავრობამ აჭარას ავტონომია არ მისცა. კომიტეტს ასევე დაპირისპირება ჰქონდა რესპუბლიკის რწმუნებულთან აჭარაში [[ბენიამინ ჩხიკვიშვილი|ბენია ჩხიკვიშვილთან]].
 
სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა (შემდეგში მეჯლისი) [[1921]] წლის მაისამდე იარსება.
144

რედაქტირება