შინაური ცხვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
| commons = Category:Ovis aries
}}
'''შინაური ცხვარი''' ({{lang-la|Ovis aries}}) — [[მცოხნელები|მცოხნავი]] [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანი]] ცხოველი [[ცხვარი|ცხვრის]] გვარისა, [[ღრურქიანები|ღრურქიანების]] ([[ძროხისებრნი|ძროხისებრთა]]) ოჯახისა. წარმოშობილია ველური მთის ცხვრების ([[მუფლონი]], [[არხარი]]) მოშინაურებით, დაახლ. 8 ათასი წლის წინ. მისი ევოლუცია უფრო მეტად მატყლსაფარველისა და სხეულის აგებულების ფორმის გარდაქმნის მიმართულებით წარიმართა. სიმაღლე მინდაოში 55–100 [[სმ]]-ია, სიგრძე (კეფიდან კუდის ძირამდე) 60–110 სმ. ნერბი იწონის 30–100 [[კგ]]-ს, ერკემალი – 60–180 კგ-ს. ცხვრის ჯიშების უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული რქები; ნერბები ურქონი ან მცირე ზომის რქიანები არიან. დრუნჩი სწორი, ზოგჯერ ცხვირკუზა პროფილისაა. აქვს წაწვეტებული ცხვირი, წვრილი, მოძრავი ტუჩები. [[საჭრელი კბილები]] ბლაგვი კუთხითაა განლაგებული ყბაზე. თავის ამგვარი აგებულების საშუალებით ცხვარს შეუძლია ძირზე მოჭრას ბალახი და უფრო სრულად გამოიყენოს საძოვარი. ფეხები ძლიერია, რისი საშუალებითაც შორ მანძილზე ადვილად გადაადგილდება. ზრდასრულებს 32 კბილი აქვთ. [[სარძევე კბილები]]ს გამოცვლა 12–18 თვითან იწყება და 3,5–4 წლის ასაკში მთავრდება. ცხვარი ფერად თეთრი, შავი, წითური, რუხია. წმინდა- და ნახევარწმინდამატყლიანი როგორც წესი თეთრები არიან. კუდის ფორმის მიხედვით განასხვავებენ მჭლეკუდიან, მჭლეგრძელკუდიან, გრძელცხიმკუდიან, მოკლეცხიმკუდიან, დუმიან, ნახევარდუმიან ცხვრებს.
 
ხელსაყრელ პირობებში ცხვარი 14–15 წელი ცოცხლობს; მეურნეობებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 6–8 წელს შეადგენს. სქესობრივ სიმწიფეს 5–7 თვის ასაკში აღწევენ. შეწყვილებისთვის უშვებენ 15–18 თვეში. ბუნებრივი შეწყვილების დროს ერთ ერკემალზე დაშვებულია 60–70 ნერბი; ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში ერთ სეზონზე (45 დღე) ერთი ერკემლის თესლით ანაყოფიერებენ 3000-ზე მეტ ნერბს. მაკეობა 145–155 დღე-ღამე გრძელდება. იგებს 1, ზოგი ჯიში 2–3 და მეტ ბატკანს. ახალდაბადებული 3—5 კგ-ს იწონის. ზრდას 2–4 წელში წყვეტს. ნაირბეწვიანი ცხვრის მატყლი შედგება თივთიკის, გარდამავალი, მქისე და ზოგჯერ მკვდარი ბეწვისაგან. წმინდამატყლიანი ცხვრის თივთიკის სიგრძე 5–9 სმ-ია, ნახევრად წმინდამატყლიანისა — 10–40 სმ, ნაირბეწვიანისა — 10–15 სმ. წმინდამატყლიანის წლიური ნაპარსი საშუალოდ 5–6 კგ-ია (რეკორდული 31,7 კგ), ნახევრად წმინდამატყლიანისა — 3–6 კგ, ნაირბეწვიანისა — 1–4 კგ. სუფთა მატყლის გამოსავალი გარეცხვის შემდეგ წმინდამატყლიანი ჯიშის ნაპარსის დაახლოებით 30–50%-ია, ნახევრად წმინდამატყლიანისა — 50–65%, ნაირბეწვიანისა — 55–75%. წმინდამატყლიანი და ნახევრად წმინდამატყლიანი წელიწადში ერთხელ — გაზაფხულზე იკრიჭება, ნაირბეწვიანი — გაზაფხულსა და შემოდგომაზე. საუკეთესო სახორცე-სამატყლე ჯიშის ცხვარი 5–7 თვის ასაკში დაკვლისას იძლევა 18–22 კგ ხორცს (გატყავებული და გამოშიგნული ცხოველი). ნერბის მერძეულობა 50–200 კგ-ია, ზოგი ჯიშისა — 500–600 კგ-მდე. იძლევა მაღალცხიმიან [[რძე]]ს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შინაური_ცხვარი“-დან