შინაური ცხვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''შინაური ცხვარი''' — მცოხნავი წყვილჩლიქოსანი ცხოველი ცხვრის გვარისა, ღრურქიანების ოჯახისა. წარმოშობილია ველური მთის ცხვრების (მუფლონი, არხარი) მოშინაურებით, დაახლ. 8 ათასი წლის წინ. მისი ევოლუცია უფრო მეტად მატყლსაფარველისა და სხეულის აგებულების ფორმის გარდაქმნის მიმართულებით წარიმართა. სიმაღლე მინდაოში 55–100 სმ-ია, სიგრძე (კეფიდან კუდის ძირამდე) 60–110 სმ. ნერბი იწონის 30–100 კგ-ს, ერკემალი – 60–180 კგ-ს. ცხვრის ჯიშების უმრავლესობას კარგად აქვს განვითარებული რქები; ნერბები ურქონი ან მცირე ზომის რქიანები არიან. დრუნჩი სწორი, ზოგჯერ ცხვირკუზა პროფილისაა. აქვს წაწვეტებული ცხვირი, წვრილი, მოძრავი ტუჩები. საჭრელი კბილები ბლაგვი კუთხითაა განლაგებული ყბაზე. თავის ამგვარი აგებულების საშუალებით ცხვარს შეუძლია ძირზე მოჭრას ბალახი და უფრო სრულად გამოიყენოს საძოვარი. ფეხები ძლიერია, რისი საშუალებითაც შორ მანძილზე ადვილად გადაადგილდება. ზრდასრულებს 32 კბილი აქვთ. სარძევე კბილების გამოცვლა 12–18 თვითან იწყება და 3,5–4 წლის ასაკში მთავრდება. ცხვარი ფერად თეთრი, შავი, წითური, რუხია. წმინდა- და ნახევარწმინდამატყლიანი როგორც წესი თეთრები არიან. კუდის ფორმის მიხედვით განასხვავებენ მჭლეკუდიან, მჭლეგრძელკუდიან, გრძელცხიმკუდიან, მოკლეცხიმკუდიან, დუმიან, ნახევარდუმიან ცხვრებს.
 
ხელსაყრელ პირობებში ცხვარი 14–15 წელი ცოცხლობს; მეურნეობებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 6–8 წელს შეადგენს. სქესობრივ სიმწიფეს 5–7 თვის ასაკში აღწევენ. შეწყვილებისთვის უშვებენ 15–18 თვეში. ბუნებრივი შეწყვილების დროს ერთ ერკემალზე დაშვებულია 60–70 ნერბი; ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში ერთ სეზონზე (45 დღე) ერთი ერკემლის თესლით ანაყოფიერებენ 3000-ზე მეტ ნერბს. მაკეობა 145–155 დღე-ღამე გრძელდება. იგებს 1, ზოგი ჯიში 2–3 და მეტ ბატკანს. ახალდაბადებული 3—5 კგ-ს იწონის, 5–7 თვის შემდეგ — 18–22 კგ-ს. ზრდას 2–4 წელში წყვეტს. ნაირბეწვიანი ცხვრის მატყლი შედგება თივთიკის, გარდამავალი, მქისე და ზოგჯერ მკვდარი ბეწვისაგან. წმინდამატყლიანი ცხვრის თივთიკის სიგრძე 5–9 სმ-ია, ნახევრად წმინდამატყლიანისა — 10–40 სმ, ნაირბეწვიანისა — 10–2510–15 სმ. წმინდამატყლიანის წლიური ნაპარსი საშუალოდ 5–6 კგ-ია (რეკორდული 31,7 კგ), ნახევრად წმინდამატყლიანისა — 3–6 კგ, ნაირბეწვიანისა — 1–4 კგ. სუფთა მატყლის გამოსავალი გარეცხვის შემდეგ წმინდამატყლიანი ჯიშის ნაპარსის დაახლოებით 30–50%-ია, ნახევრად წმინდამატყლიანისა — 50–65%, ნაირბეწვიანისა — 55–75%. წმინდამატყლიანი და ნახევრად წმინდამატყლიანი წელიწადში ერთხელ — გაზაფხულზე იკრიჭება, ნაირბეწვიანი — გაზაფხულსა და შემოდგომაზე. საუკეთესო სახორცე-სამატყლე ჯიშის ცხვარი 5–7 თვის ასაკში დაკვლისას იძლევა 18–22 კგ ხორცს (გატყავებული და გამოშიგნული ცხოველი). ნერბის მერძეულობა 50–200 კგ-ია, ზოგი ჯიშისა — 500–600 კგ-მდე. იძლევა მაღალცხიმიან რძეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შინაური_ცხვარი“-დან