ანდრომაქე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
==ოჯახი==
ანდრომაქე კილიკიის ქალაქ თებეში დაიბადა, სადაც მოგვიანებით [[აქილევსი]] შეიჭრა და მამამისი ეეტიონი და შვიდი ძმა დაუხოცა.<ref>Minchin, Elizabeth. 2011. “Andromache.” In The Homer Encyclopedia, edited by M. Finkelberg, 53-4.Chichester: Wiley-Blackwell.</ref> ამის შემდეგ კი, დედამისი ავადმყოფობით მალევე გარდაიცვალა. მამის სამკვიდროდან ის ჰექტორმა წაიყვანა, რომელმაც უთვალავი საქორწინო საჩუქარი უძღვნა. [[პრიამე|პრიამოსის]] სამყოფში, ანდრომაქემ ახალი ოჯახი იპოვა. განსხვავებით [[პირისიპარისი]]სა და [[ელენე]]საგან, ჰექტორისა და ანდრომაქეს სიყვარული ბერძნული ბედნიერების იდეალისა და წარმატებული ქორწინების განსახიერებაა, რის გამოც, მათ თავსდატეხილი ტრაგედია კიდევ უფრო აძლიერებს მათდამი მწუხარებას. ჰექტორის სიკვდილის, [[ტროის ომი|ტროის დაცემისა]] და შვილის სიკვდილის შემდეგ, ანდრომაქე სრულიად მარტოა.
 
ტროის დანგრევის შემდეგ, ანდრომაქე აქილევსის შვილს, პიროსს ([[ნეოპტოლემე]]) ერგო, რომელმაც ანდრომაქე ეპირში ან ფთიაში ჩაიყვანა. [[თეტიდა]]ს რჩევით, აქილევსის შვილი, მცირე ხნით ტენედოსზე დარჩა, მერე ფეხით გაემგზავრა და მოლოსელები დაამარცხა, იქ გამეფდა და ანდრომაქესაგან შვილი ეყოლა, სახელად მოლოსი.<ref>(თქმულება ჰომეროსის შემდეგდროინდელია)</ref> [[პავსინიასი]]ს მიხედვით კი,<ref>Pausanias. ''Description of Greece'', 1.11.1.</ref> მას ანდრომაქესაგან 3 ვაჟი შეეძინა (მოლოსი, პიელოსი და პერგამოსი), სხვა ვერსიით, მას მეოთხე ვაჟი —
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრომაქე“-დან