დიდი სამამულო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
 
კომუნისტურმა პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ გაითვალისწინა ფაშისტურ ძალებთან შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობა და შესაბამისი ზომების მიღებას შეუდგა. ომამდელი ხუთწლედების წარმატებულმა შესრულებამ მკვეთრად გააძლიერა სსრკ-ის ეკონომიკური პოტენციალი. ქვანახშირისა და მეტალის მეორე მძლავრი ბაზა შეიქმნა აღმოსავლეთში. ომის მოახლოების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჩაატარეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები მრეწველობის, ტრანსპორტის, თავდაცვის, შეიარაღებული ძალების მოწესრიგებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საკითხებში. [[1939]] წელს სამხედრო საჭიროებებისათვის გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტის 25,6%; [[1940]] წელს — 32,6%, [[1941]] წელს სამხედრო ბიუჯეტმა 43,6%-ს მიაღწია. სწრაფად აშენდა და გაფართოვდა არსებული სამხედრო ქარხნები. [[1939]]–[[1941]] წლების პირველ ნახევარში გამოუშვეს 17 ათასი საბრძოლო თვითმფრინავი, 7,6 ათასი ტანკი, 80 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 200 ათასი ტყვიამფრქვევი და ავტომატი. [[1940]] წლისათვის აიგო 100-ზე მეტი, შენდებოდა 269 ცალი სხვადასხვა სახის საბრძოლო ხომალდი, მაგრამ თავდაცვისათვის ეს არ იყო საკმარისი. განსაკუთრებით იგრძნობოდა საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, ტყვია-წამლისა და გამწევი ტექნიკის ნაკლებობა.
 
ფაშისტური გერმანიის საომარი მზადების საპასუხოდ საბჭოთა მთავრობა 1941 წლის გაზაფხულზე შეუდგა თავდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას. გენშტაბმა შეიმუშავა სახელმწიფო საზღვრების დაცვის ახალი გეგმა; ივნისის დასაწყისში არმიასა და ფლოტში გაიწვიეს 755 ათასი კაცი; მაის-ივნისში დაიწყო დასავლეთ საზღვრებისაკენ ჯარების გადაჯგუფება და ა. შ. თუმცა, ეს ღონისძიებები დაგვიანებული აღმოჩნდა და ომის დაწყებისათვის მათი ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა.