დიდი სამამულო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
 
გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა ჯამში 190 დივიზია (5,5 მილიონი კაცი), 3712 ტანკი, 4950 საბრძოლო თვითმფრინავი, 47 460 ქვემეხი და ნაღმსატყორცნი და 193 საბრძოლო ხომალდი გამოყვეს „ბარბაროსას“ გეგმის განსახორციელებლად. მთელი ეს ძალიბი სამი მიმართულებით იყო გაშლილი. „[[არმიათა ჯგუფი ჩრდილოეთი|ჩრდილოეთის]]“ ჯგუფში (ლენინგრადის მიმართულება), რომელსაც გენერალ-ფელდმარშალი [[ვილჰელმ ფონ ლეები]] მეთაურობდა, 29 დივიზია შედიოდა. ამ ჯგუფის ამოცანას წარმოადგენდა ბალტიისპირეთში მყოფი საბჭოთა ჯარების განადგურება და ლენინგრადისა ბალტიის ზღვის ნავსადგურების დაპყრობა. „[[არმიათა ჯგუფი ცენტრი|ცენტრის]]“ ჯგუფში (მოსკოვის მიმართულება) გენერალ-ფელდმარშალ [[ფედორ ფონ ბოკი|ფედორ ფონ ბოკის]] მეთაურობით 50 დივიზია და 2 მოტორიზებული ბრიგადა იყო თავმოყრილი. ამ ჯგუფს, მე-2 საჰაერო ფლოტის მხარდაჭერით (ჯამში 1680 თვითმფრინავი), ევალებოდა ბელორუსიის ტერიტორიაზე მდგარი საბჭოთა ჯარების განადგურება და მოსკოვის მიმართულებით წინსვლა. „[[არმიათა ჯგუფი სამხრეთი|სამხრეთის]]“ ჯგუფში (კიევის მიმართულება) გენერალ-ფელდმარშალ [[გერდ ფონ რუნდშტეტი|გერდ ფონ რუნდშტეტის]] მეთაურობით შედიოდა 57 დივიზია და 13 ბრიგადა. მისი ამოცანა იყო [[მარჯვენა ნაპირის უკრაინა|მარჯვენა ნაპირის უკრაინაში]] მყოფი წითელი არმიის ნაწილების განადგურება, დნეპრის გადალახვა და აღმოსავლეთისაკენ წაწევა. ფინეთში თავმოყრილ ჯგუფში შედიოდა გერმანელთა არმია „ნორვეგია“ და ფინელთა მე-2 არმია (ჯამში 21 დივიზია და 3 ბრიგადა) გენერალ-პოლკოვნიკ [[ნიკოლაუს ფონ ფალკენჰორსტი|ნიკოლაუს ფონ ფალკენჰორსტისა]] და მარშალ [[გუსტავ მანერჰაიმი|კარლ გუსტავ მანერჰაიმის]] ხელმძღვანელობით. მათ უნდა დაეკავებინათ მურმანსკი და ლენინგრადის აღებაში უნდა დახმარებოდნენ „ჩრდილოეთის“ ჯგუფს.
 
ომის ეს სტრატეგიული გეგმა დიდწილად ავანტიურისტული ხასიათისა იყო და გერმანიის სამხედრო-ეკონომიკური ძალების გადაჭარბებულ შეფასებასა და საბჭოთა კავშირის ძალების შეუფასებლობას ემყარებოდა. მესამე რაიხის მთავარსარდლობა ომის დასრულებას რამდენიმე თვეში, ზამთრის დადგომამდე ვარაუდობდა.
 
კომუნისტურმა პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ გაითვალისწინა ფაშისტურ ძალებთან შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობა და შესაბამისი ზომების მიღებას შეუდგა. ომამდელი ხუთწლედების წარმატებულმა შესრულებამ მკვეთრად გააძლიერა სსრკ-ის ეკონომიკური პოტენციალი. ქვანახშირისა და მეტალის მეორე მძლავრი ბაზა შეიქმნა აღმოსავლეთში. ომის მოახლოების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჩაატარეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები მრეწველობის, ტრანსპორტის, თავდაცვის, შეიარაღებული ძალების მოწესრიგებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საკითხებში. [[1939]] წელს სამხედრო საჭიროებებისათვის გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტის 25,6%; [[1940]] წელს — 32,6%, [[1941]] წელს სამხედრო ბიუჯეტმა 43,6%-ს მიაღწია. სწრაფად აშენდა და გაფართოვდა არსებული სამხედრო ქარხნები. [[1939]]–[[1941]] წლების პირველ ნახევარში გამოუშვეს 17 ათასი საბრძოლო თვითმფრინავი, 7,6 ათასი ტანკი, 80 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, 200 ათასი ტყვიამფრქვევი და ავტომატი. [[1940]] წლისათვის აიგო 100-ზე მეტი, შენდებოდა 269 ცალი სხვადასხვა სახის საბრძოლო ხომალდი, მაგრამ თავდაცვისათვის ეს არ იყო საკმარისი. განსაკუთრებით იგრძნობოდა საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, ტყვია-წამლისა და გამწევი ტექნიკის ნაკლებობა.