დიდი სამამულო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
წაშლილი გადამისამართება დიდი სამამულო ომი (ტერმინი)
იარლიყი: გადამისამართების წაშლა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/გიო ოქრო|გიო ოქრო]]|2=2019 წლის 14 მაისი}}
'''დიდი სამამულო ომი''' (დასავლეთის ქვეყნებში — '''მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთი ფრონტი''') — ომი ერთის მხრივ [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირსა]] (სსრკ) და მეორეს მხრივ სსრკ-ის ტერიტორიაზე შეჭრილ [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტურ გერმანიასა]] და მის ევროპელ (იტალია, უნგრეთი, რუმინეთიი, ფინეთი) და აზიელ (იაპონია) მოკავშირეებს შორის. წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ ნაწილს. დასრულდა წითელი არმიის ბერლინში შესვლითა და მესამე რაიხის შეიარაღებული ძალების კაპიტულაციით.
 
== მდგომარეობა ომის დაწყებამდე ==
ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ([[1933]]) გერმანელი ფაშისტები სსრკ-ის წინააღმდეგ ომისათვის მზადებას შეუდგნენ. საბჭოთა კავშირის დაპყრობა გადამწყვეტი ეტაპი უნდა გამხდარიყო მსოფლიოზე ბატონობის მოპოვებაში. გერმანიის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას ხელი შეუწყო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მმართველი წრეების ჩაურევლობის პოლიტიკამ გერმანიის საგარეო და საშინაო საქმეებში და სხვადასხვა დასავლური მონოპოლიების ფინანსურმა დახმარებამ, რომლებიც გერმანული აგრესიის მთავარ მიმართულებად სსრკ-ს განიხილავდნენ. თუმცა, ფაშისტურმა გერმანიამ გადაწყვიტა მსოფლიოზე ბატონობისათვის ბრძოლაში ჯერ დასავლეთ ევროპას გასწორებოდა და შემდეგ უკვე მათი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი გამოეყენებინა საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ. 1939 წელს მესამე რაიხის პოლონეთში შეჭრით დაიწყო [[მეორე მსოფლიო ომი]] ([[1939]]–[[1945]]); პირველ წლებში მან თითქმის მთლიანი ევროპა დაიპყრო, გერმანიისა და მისი დაპყრობილი ქვეყნების ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადავიდა, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა მათი სამხედრო პოტენციალი. 1941 წლისთვის ფაშისტებს 8,5 მილიონიანი არმია ჰყავდათ, მათ შორის სახმელეთო დაახლ. 6 მილიონი და საჰაერო 1,7 მილიონი. გააჩნდათ უდიდესი სამხედრო ტექნიკა.