თემი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
 
===თემი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული===
გვიანი შუა საუკუნეების საქართველოში თემი აღნიშნავდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს. [[იმერეთის სამეფო]]ში ადმინისტრაციული დაყოფის ძირითად ერთეულს წარმოადგენდა სასოფლო-სამეზობლო თემი. თემი წარმოადგენდა რამდენიმე სოფლის გაერთიანებას. თემი იღებდა სამართლებრივი ძალის მქონე გადაწყვეტილებბსგადაწყვეტილებებს, მას ევალებოდა სასოფლო გზების მოვლა-პატრონობა, ეკისრებოდა კოლექტიური პასუხისმგელობა სხვადასხვა სამეფო თუ საეკლესიო ვალდებულებების შესრულებაში. თემი ორგანიზაციულად ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ყველა თემს საკუთარი „თემის ხატი“ გააჩნდა, თემის ხატის დღეობა კი თემის მთავარ დღეობას წარმოადგენდა.
 
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში არსებულ თემებს საერთო სარგებლობაში ჰქონდათ [[ტყე]], საძოვრები და სახვნელი მიწის ნაწილი, ცალკე არსებობდა სათემო ჯვრის მიწები. სათემო მიწათმფლობელობა არსებობდა ქართლსა და კახეთში. აქ სათემო საერთო მიწებში შედიოდა როგორც სახვნელი, ასევე სათიბ-საძოვარი მიწები. ეთნოგრაფიულად დადასტურებულია [[ქიზიყი|ქიზიყში]] სათემო მიწების თავისუფალი და პერიოდული გადანაწილება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თემი“-დან