იაპონიის შიგა ზღვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
|რუკის წარწერა = იაპონიის შიგა ზღვის რუკა
}}
'''იაპონიის შიგა ზღვა''', '''სეტო-ნაიკაი''' ({{lang-ja|瀬戸内海}}) — ზღვა [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]]. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია კუნძულ [[ჰონსიუ]]ს დასავლეთი ნაწილის სამხრეთი ნაპირით, სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება კუნძულ [[კიუსიუ]]ს ნაპირი, სამხრეთით კუნძულ [[სიკოკუ]]ს ჩრდილოეთი ნაპირი. ზღვა მეტწილად იზოლირებულია [[იაპონიის ზღვა|იაპონიისა]] და [[ფილიპინის ზღვა|ფილიპინის ზღვებისაგან]] და მხოლოდ შეზღუდულად არის დაკავშირებული მათთან. ჩრდილოეთით ვიწრო და თხელი (10-1010–10,5 მ) კამონის სრუტეა. [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეს]] უკავშირდება კიისა და ბუნგოს სრუტეებით, ხოლო [[იაპონიის ზღვა]]ს — სიმონოსეკის სრუტით. ზღვა გაჭიმულია დაახლოებით განედის მიმართულებით. კუნძულთშორისი კონტინენტური ზღვაა. სიგრძე 445 კმ, სიგანე 55 კმ, ფართობი 18 000 კმ². მაქსიმალური სიღრმე 241 მ. საშუალო სიღრმე 20-6020–60 მ. მარილიანობა 30-34 ‰.
 
ზღვაში დაახლოებით 3000 [[კუნძული]]ა, რომლებიც იკავებენ მისი სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. კუნძულები გაყოფილია მრავალრიცხოვანი [[სრუტე]]ებით. ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია. ზღვის შუა ნაწილი მეტად მცირეწყლიანია. მოქცეულია [[ჩრდილოეთი ნახევარსფერო|ჩრდილოეთ ნახევარსფეროს]] სუბტროპიკულ ზონაში. წარმოადგენს [[იაპონია|იაპონიის]] უმნიშვნელოვანეს შიგა საზღვაო გზას. [[ზამთარი|ზამთარში]] აზიის მატერიკზე ვრცელდება მაღალი წნევის მდგრადი ოლქი, ხოლო [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებულია [[ალეუტის მინიმუმი]], რომლის ცენტრი ლოკალიზდება ალეუტის მწკვრივის აღმოსავლეთ ნაწილში. ამასთან დაკავშირებით იაპონიის შიგა ზღვის ღია სივრცეებში გაბატონებულია ჩრდილოეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთის ქარები (ზამთრის [[მუსონები|მუსონი]]), რომელთა განმეორებადობა აჭარბებს 60%-ს, ხოლო მათი სიჩქარე საშუალოდ უდრის 3-43–4 მ/წმ-ს (ცალკეულ თვეებში ეს მაჩვენებელი მატულობს). ნაპირების რთული [[ოროგრაფია]] შესამჩნევად ახდენს გავლენას [[ქარი|ქარების]] მიმართულებასა და სიჩქარეზე.
 
ცალკეულ რაიონებში (კამონის სრუტე) ქარები მიმართულების მხრივ არამდგრადია. ქარის სიჩქარე აქ აღწევს საშუალოდ 4-64–6 მ/წმ-ს. სანაპიროს სხვა მონაკვეთებზე ქარები ხშირად აღწევენ შტორმულ ძალას ([[ბუნგოს სრუტე]], [[ჰონსიუ]]ს სანაპირო და სხვა). ამ სეზონში ზღვის დიდ ნაწილში ფიქსირდება 2-42–4, ხოლო ადგილ-ადგილ 6-126–12 შტორმული დღე. [[შტილი]] იშვიათია. [[ზაფხული]] ცხელი და მეტად ნოტიოა. [[ივნისი]]ს შუა რიცხვებში მყარი [[ღრუბლები]] ფარავენ ცას და თითქმის არ აღინიშნება დღე [[წვიმა|წვიმის]] გარეშე. დამახასიათებელია მოღრუბლული, დახშული, წვიმიანი ამინდები ნათელი დღეეების გარეშე. უძველესი ზონის ნაპირები ზომიერდება [[ბრიზი]]თ, თუმცა ღამის საათებში გაგრილებული ზღვის ბრიზი წყდება და [[ამინდი]] ხდება ცხელი, ნოტიო და დახშული.
 
მთავარი ნავსადგურებია: [[კობე]], [[ოსაკა]], [[სიმონოსეკი]] და სხვა.