რქაფიწალა ანტილოპა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
| iucn = 1677
}}
'''რქაფიწალა ანტილოპა'''<ref>{{BioDict|68780|pronghorn}}</ref> ({{lang-la|Antilocapra americana}}) — [[მცოხნელები|მცოხნელი]] [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგისა]], თავისი ოჯახის ([[Antilocapridae]]) ერთადერთი წარმომადგენელი.
 
მისი სხეულის სიგრძეა 100–150 [[სმ]], სიმაღლე მინდაოში 80–100 სმ, მასა 40–60 [[კგ]]; საშუალოდ დედლები მამლებზე მცირე ზომისანი არიან. მამლებს აქვთ მოკლე (30 სმ-მდე სიგრძის), სქელი, თავისებური ფორმის [[რქები]], რომელებიც ბოლოში განშტოებულია, წინ აქვს გამოწეული „დეზებით“; ისინი ფორმით ფიწალს წააგავს (აქედან წარმოდგება სახელწოდება). დედალს რქები მნიშვნელოვნად მოკლე აქვს. ძროხისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, რომელთაც რქები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება, რქაფიწალებს მისი [[შალითი]] პერიოდულად სცვივა შეწყვილების სეზონის შემდეგ და მეორე წელს ახალი ეზრდება. თავის ზედა ნაწილში განლაგებული თვალების საშუალებით მხედველობის კარგი ველი აქვს. მოკლე კუდი და გავის მიდამო თეთრია. მამალს კისრის მიდამოში შავი ზოლები და შავი „ნიღაბი“ ახასიათებს.