რქაფიწალა ანტილოპა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
| iucn = 1677
}}
'''რქაფიწალა ანტილოპა''' ({{lang-la|Antilocapra americana}}) — [[მცოხნელები|მცოხნელი]] [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] [[წყვილჩლიქოსნები|წყვილჩლიქოსანთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგისა]], თავისი ოჯახის ([[Antilocapridae]]) ერთადერთი წარმომადგენელი.

მისი სხეულის სიგრძეა 100–150 [[სმ]], სიმაღლე მინდაოში 80–100 სმ, მასა 40–60 [[კგ]]; საშუალოდ დედლები მამლებზე მცირე ზომისანი არიან. მამლებს აქვთ მოკლე (30 სმ-მდე სიგრძის), სქელი, თავისებური ფორმის [[რქები]], რომელებიც ბოლოში განშტოებულია, წინ აქვს გამოწეული „დეზებით“; ისინი ფორმით ფიწალს წააგავს (აქედან წარმოდგება სახელწოდება). დედალს რქები მნიშვნელოვნად მოკლე აქვს. ძროხისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, რომელთაც რქები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება, რქაფიწალებს მისი [[შალითი]] პერიოდულად სცვივა შეწყვილების სეზონის შემდეგ და მეორე წელს ახალი ეზრდება. თავის ზედა ნაწილში განლაგებული თვალების საშუალებით მხედველობის კარგი ველი აქვს. მოკლე კუდი და გავის მიდამო თეთრია. მამალს კისრის მიდამოში შავი ზოლები და შავი „ნიღაბი“ ახასიათებს.

სქესობრივ სიმწიფეს 15 თვემდე აღწევენ, მაგრამ მამლები მხოლოდ 3 წლის ასაკიდან იწყებენ შეჯვარებას. წყვილდებიან შუა სექტემბრისათვის; მაკეობა 235 დღემდე გრძელდება; დედალი ყოველწლიურად მაის-ივნისში შობს 2-მდე ხბოს. რქაფიწალა ჯოგური, [[პოლიგამია|პოლიგამური]] ცხოველია. დარბის სწრაფად, დაახლ. 80 [[კმ]]/[[სთ]] სიჩქარით.

ბინადრობს [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] [[სტეპი|სტეპებში]] ჩ. გ. 50°-დან სამხრეთით [[მექსიკა|მექსიკამდე]] და [[მისური|მისურიდან]] [[კლდოვანი მთები|კლდოვან მთებამდე]]. იკვებება [[მცენარეები|მცენარეებით]], ბუჩქის ფოთლებით, ბალახით, [[კაქტუსისებრნი|კაქტუსითა]] და სხვ. ჯერ კიდევ [[XIX საუკუნე]]ში დიდ ჯოგებად გვხვდებოდა და მათ ხორცისა და ტყავის გამო მოიპოვებდნენ. შემდგომში რაოდენობა ძლიერ შემცირდა, ბევრ ადგილას გაქრა. იმყოფებოდა ძლიერი დაცვის ქვეშ და შედეგად რიცხოვნობა გაიზარდა. ზოგჯერ გალიებშიც ჰყავთ. ცოცხლობს 10–15 წლამდე.
 
== ქვესახეობები ==
მოიცავს 5 ქვესახეობას:<ref>[http://www.bucknell.edu/msw3/browse.asp?id=14200468 ''Antilocapra americana''] {{Wayback|url=http://www.bucknell.edu/msw3/browse.asp?id=14200468 |date=20110624044451 }} // Wilson D. E. & Reeder D. M. (editors). 2005. [[Mammal Species of the World]]. A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). — Baltimore: Johns Hopkins University Press, 2 vols. (2142 pp.) ISBN 978-0-8018-8221-0 [http://www.google.com/books?id=JgAMbNSt8ikC&printsec=frontcover&hl=ru]</ref>
* ''A. americana americana''
* ''A. americana mexicana''
* ''A. americana oregona''
* ''A. americana peninsularis''
* ''A. americana sonoriensis''
 
== ლიტერატურა ==
Line 31 ⟶ 45:
* Einarsen A. S., The pronghorn antelope and its management, Wash., 1948, p. 1-238.
* [http://bse.sci-lib.com/article004996.html რქაფიწალა ანტილოპა] // [[დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]] [30 ტომად], მთ. რედ. [[ალექსანდრე პროხოროვი|პროხოროვი ა. მ.]], III გამოც., {{comment|მოსკ.|მოსკოვი}}: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969.
 
[[კატეგორია:რქაფიწალა ანტილოპა]]