რქაფიწალა ანტილოპა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''რქაფიწალა ანტილოპა''' ({{lang-la|Antilocapra americana}}) — მცოხნელი ძუძუმწოვარი...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''რქაფიწალა ანტილოპა''' ({{lang-la|Antilocapra americana}}) — მცოხნელი ძუძუმწოვარი წყვილჩლიქოსანთა რიგისა, თავისი ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძეა 100–150 სმ, სიმაღლე მინდაოში 80–100 სმ, მასა 40–60 კგ; საშუალოდ დედლები მამლებზე მცირე ზომისანი არიან. მამლებს აქვთ მოკლე (30 სმ-მდე სიგრძის), სქელი, თავისებური ფორმის რქები, რომელებიც ბოლოში განშტოებულია, წინ აქვს გამოწეული „დეზებით“; ისინი ფორმით ფიწალს წააგავს (აქედან წარმოდგება სახელწოდება). დედალს რქები მნიშვნელოვნად მოკლე აქვს. ძროხისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისაგან განსხვავებით, რომელთაც რქები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეზრდება, რქაფიწალებს მისი შალითი პერიოდულად სცვივათ შეწყვილების სეზონის შემდეგ და მეორე წელს ახალი ეზრდებათ. თავის ზედა ნაწილში განლაგებული თვალების საშუალებით მხედველობის კარგი ველი აქვს. მოკლე კუდი და გავის მიდამო თეთრია. მამალს კისრის მიდამოში შავი ზოლები და შავი „ნიღაბი“ ახასიათებს. სქესობრივ სიმწიფეს 15 თვემდე აღწევენ, მაგრამ მამლები მხოლოდ 3 წლის ასაკიდან იწყებენ შეჯვარებას. წყვილდებიან შუა სექტემბრისათვის; მაკეობა 235 დღემდე გრძელდება; დედალი ყოველწლიურად მაის-ივნისში შობს 2-მდე ხბოს. რქაფიწალა ჯოგური, პოლიგამური ცხოველია. დარბის სწრაფად, დაახლ. 80 კმ/სთ სიჩქარით. ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის სტეპებში ჩ. გ. 50°-დან სამხრეთით მექსიკამდე და მისურიდან კლდოვან მთებამდე. იკვებება მცენარეებით, ბუჩქის ფოთლებით, ბალახით, კაქტუსითა და სხვ. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დიდ ჯოგებად გვხვდებოდა და მათ ხორცისა და ტყავის გამო მოიპოვებდნენ. შემდგომში მისი რაოდენობა ძლიერ შემცირდა, ბევრ ადგილას გაქრა. იმყოფებაიმყოფებოდა ძლიერი დაცვის ქვეშ; და შედეგად რიცხოვნობა გაიზარდა. ზოგჯერ გალიებშიც ჰყავთ. ცოცხლობს 10–15 წლამდე.
 
== ლიტერატურა ==
{{ცე|35}}
* Einarsen A. S., The pronghorn antelope and its management, Wash., 1948, p. 1-238.
* [http://bse.sci-lib.com/article004996.html რქაფიწალა ანტილოპა] // [[დიდი საბჭოთა ენციკლოპედია]] [30 ტომად], მთ. რედ. [[ალექსანდრე პროხოროვი|პროხოროვი ა. მ.]], III გამოც., {{comment|მოსკ.|მოსკოვი}}: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969.