ბრუცასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

ძუძუმწოვართა ოჯახი მღრღნელების რიგისა
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ბრუცასებრნი''' ({{lang-la|Spalacidae}}) — ძუძუმწოვართა ოჯახი მღრღნელთა რიგ...
(განსხვავება არ არის)

12:26, 11 მაისი 2019-ის ვერსია

ბრუცასებრნი (ლათ. Spalacidae) — ძუძუმწოვართა ოჯახი მღრღნელთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 35 სმ, კუდი მოკლეა. გარეთა ყური და თვალები რუდიმენტირებულია (თვალის კაკალი კანის ქვეშაა დამალული — აქედან სახელწოდება). ბეწვი ხშირი და რბილია; შეფერილობა — რუხ-ჩალისფერიდან მურამდე. შეგუებულები არიან მიწისქვეშა ცხოვრების ნირს (თხრიან მიწისქვეშა გზების რთულ სისტემას). სახლობენ ევროპის, წინა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის სტეპის, ტყესტეპის, ნახევარუდაბნოსა და მთა-მდელოს ლანდშაფტებში; მთებში — ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე. აერთიანებს 6–7 გვარის 36–37 სახეობას.[1][2] ყველაზე ცნობილია ჩვეულებრივი ბრუცა (S. microphtalmus). იკვებებიან მცენარეთა მიწისქვეშა ნაწილებით; სამთრისთვის მარაგებს ამზადებენ. წელიწადში 1–2-ჯერ ყრიან 1–3 ნაშიერს. ზოგჯერ ზიანი მოაქვთ, ღრნიან ტყის ნარგავების ნერგებს, ანადგურებენ ძირხვენებს, ამოჰყრიან მიწის გროვებს და სხვ.

  1. ბრუცასებრნი (TSN 970144). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
  2. Полная иллюстрированная энциклопедия. «Млекопитающие» Кн. 2 = The New Encyclopedia of Mammals / под ред. Д. Макдональда. — М.: Омега, 2007. — С. 444. — 3000 экз. — ISBN 978-5-465-01346-8.