ისაბელ ფარნეზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
|რელიგია = [[კათოლიციზმი]]
}}
'''ისაბელ ფარნეზე,''', აგრეთვე ცნობილი როგორც '''ელიზაბეტა ფარნეზე''' ({{lang-es|''Isabel de Farnesio''}}; დ. [[25 ოქტომბერი]], [[1692]] — გ. [[11 ივლისი]], [[1766]]) — [[ესპანეთი]]ს [[მეფე]] [[ფილიპე V (ესპანეთი)|ფილიპე V]]-ის მეორე ცოლი. [[ოდოარდო ფარნეზე]]ს და [[ფილიპ ვილჰელმი (პფალცის კურფიურსტი)|ფილიპე ვილჰელმის]] ქალიშვილის, [[დოროთეა სოფია ნოიბურგელი|დორეტეა სოფია ნოიბურგელი]] ერთადერთი ქალიშვილი.
 
[[1574]] წელს ისაბელი დაქორწინდა ფილიპე V-ზე. [[1724]] წლის შემდეგ, როდესაც მეფე თითქმის ჭკუიდან შეიშალა ისაბელი მართავდა სახელმწიფოს და დამოუკიდებლად უძღვებოდა ესპანეთის პოლიტიკას.
ხაზი 31:
 
== პარმის პრინცესა ==
[[ფაილი:Elisabeth Farnese by an unknown artist as an infant.jpg|მარცხნივ|მინი|308x308პქ|ისაბელი ბავშვობაში]]
ისაბელ ფარნეზე დაიბადა 1692 წლის 25 ოქტომბერს პარმაში, დელა პილოტას სასახლეში. იგი იყო პარმის პრინც ოდოარდო ფარნეზესა და მისი ცოლის, დოროთეა სოფია ნოიბურგელის ასული. მისი გაჩენიდან სულ ერთ წელიწადში მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც ისაბელის დედა ბიძამისს, პარმის ჰერცოგ ფრანჩესკო ფარნეზეს გაჰყვა ცოლად.
 
ისაბელი პარმის სამეფო სასახლეში იზრდებოდა. მას რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რასაც ვერ ვიტყვით მის ბიძა-მამინაცვალზე. ისაბელს მშობლიური იტალიურის გარდა, თავისუფლად შეეძლო საუბარი და წერა-კითხვა ლათინურად, ფრანგულად, გერმანულად და ესპანურად, ასევე კარგად იცოდა რიტორიკა, ფილოსოფია, გეოგრაფია, ისტორია, თუმცა, მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით მას სწავლა არ უყვარდა. მას უკეთესად გამოსდიოდა ცეკვა, ქარგვა, დაკვრა და ხატვა. ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს, ისაბელმა ძლივს გადაიტანა ჩუტყვავილა, რაც იმ ეპოქაში განუკურნებელი სენი იყო.
 
იმის გამო, რომ მამამისსა და ბიძა-მამინაცვალს მამრობითი სქესის მემვიდრეები არ ჰყავდათ, პარმის საჰერცოგოს პირველი მემკვიდრე ისაბელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პარმა პატარა ქალაქ-სახელმწიფო იყო, იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა, რის გამოც ისაბელს, როგორც მის მემკვიდრეს ბევრი ხელის მთხოვნელი ჰყავდა, თუმცა იგი ყველას უარით ისტუმრებდა. მის ხელისმთხოვნელთა შორის იყვნენ პიემონტის პრინცი ვიტორიო ამადეო სავოიელი, მოდენას ჰერცოგი ფრანჩესკო დ'ესტე, პრინცი პიო დელა მირანდოლა და ა.შ.
 
== ქორწინება ==
[[ფაილი:Elisabeth Farnese by Giovanni Maria delle Piana.jpg|მარცხნივ|მინი|361x361პქ|დედოფალი ისაბელ ფარნეზე 1715 წელს]]
მას შემდეგ, რაც ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის მეუღლე, დედოფალი მარია ლუიზა სავოიელი ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა, მეფემ იტალიასთან ალიანსის შესანარჩუნებლად მეორე იტალიელი საცოლის ძებნა დაიწყო. მან არჩევანი პარმის ტახტის მემკვიდრე ისაბელ ფარნეზეზე შეაჩერა. მეტად ამბიციური ისაბელი, ესპანეთის კოლონიური იმპერიის მეფის შეთავაზებას სიხარულით დასთანხმდა. მათი მარიონეტული ქორწინება 1714 წლის 16 სექტემბერს შედგა პარმაში. ქორწინება პარმის ელჩმა, კარდინალმა ალბერონმა მოაწყო ესპანეთის მეფის აღმზრდელ ურსულასთან ერთად.
 
მეორე ქორწინება ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფილიპე V-ის სექსუალური მოთხოვნილებებითაც იყო გამოწვეული, რამეთუ მეტად მორწმუნე მეფე ცოდვად და შეურაცხყოფად მიიჩნევდა ქალთან დაწოლას ქორწინების გარეშე. ფილიპეს ყველანაირად აწყობდა ისაბელზე ქორწინება, რადგანაც იგი ახალგაზრდა და ტანადი ქალი იყო, ასევე ჩრდილო იტალიაში მდებარე სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრეც. პარმის ელჩმა დაარწმუნა ფილიპეს აღმზრდელი პრინცესა ურსულა, რომ ისაბელი უბრალო ქალი არ იყო და იგი თავისუფლად შეასრულებდა დედოფლის ყველა მოვალეობას. ამავდროულად, ისაბელიც დაარწმუნეს, რომ ფილიპეს მალე შეიყვარებდა და პოლიტიკური გავლენებიც ექნებოდა. მალე, ურსულა და ისაბელი შეთანხმდენ და ერთად დაიწყეს ბრძოლა ესპანეთის ფრანგული გავლენისგან განთავისუფლებისთვის.
[[ფაილი:Felipe V de España (Ayuntamiento de Sevilla).jpg|მინი|344x344პქ|ისაბელის მეუღლე, ესპანეთის მეფე ფილიპე V]]
ისაბელმა პარმა 1714 წლის სექტემბერში დატოვა და ესპანეთში თავის მეგობარ იპოლიტა დე პოიმპინოსთან ერთად გაემგზავრა. გენუაში ჩასული ისაბელი დაავადდა, რის გამოც გემით ესპანეთში გამგზავრება შეფერხდა. გენუაში მყოფი ისაბელი მონაკოს პრინცმა და საფრანგეთის ელჩმა მოინახულეს. ცნობილია, რომ ელჩმა ისაბელს მეფე ლუი XIV-ის საჩუქარიც უბოძა. მიუხედავად ამისა, დიდი დრო იკარგებოდა, რის გამოც გადაწყდა ისაბელის ესპანეთში სახმელეთო გზით ჩაყვანა, რაც საფრანგეთზე გავლას გულისხმობდა. რამდენიმე დღიანი მგზავრობის შემდეგ, ესპანეთ-საფრანგეთის სასაზღვრო ქალაქ ბაიონში ისაბელს მიეგება განსვენებული მეფე კარლ II-ის ქვრივი დედოფალი მარია ანა ნოიბურგელი. იგი აქ ასევე შეხვდა პრინცესა ურსულასაც, რომელმაც იგი სამეფო კარზე ჩასვლისთვის მოამზადა. ესპანეთის საზღვარზე გადასვლისთანავე, ევროპული ტრადიციის თანახმად, რომლის მიხედვითაც პატარძალს ყველაფერი მშობლიური უკან უნდა დაეტოვებინა, ისაბელმა ყველაფერი იტალიური უარყო. ცნობილია, რომ ესპანელებმა მას ტანსაცმელიც კი გამოუცვალეს და ისე შეიყვანეს თავიანთ ქვეყანაში.
 
1714 წლის 23 დეკემბერს, ისაბელს კიდევ ერთხელ შეხვდა ურსულა და სამეფო ექიმების წინაშე წარადგინა, რომლებმაც დაადასტურეს მისი უბიწოება. მხოლოდ ამის შემდეგ შეახვედრეს იგი ფილიპეს გვადალახარაში. ცნობილია, რომ მანამდე მეფემ ჯაშუშები გააგზავნა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ისაბელი არც ისე მშვიდი ხასიათისა იყო და დიდად არ შეეძლო თავის შეკავება. ცოტა ხნის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ საფრანგეთის საზღვართან შეხვედრისას ისაბელსა და ურსულას შორის შეკამათება მოხდა, რა დროსაც ურსულამ მასზე იძალადა. მიუხედავად ყველაფრისა, 1714 წლის 24 დეკემბერს ფილიპე და ისაბელი გვადალახარაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და ამავე დღეს დაქორწინდნენ, რითაც იგი ესპანეთის დედოფლად გვევლინება. მიუხედავად მისი ხასიათისა, ფილიპეს მალე შეუყვარდა იგი და ბედნიერი ქორწინებაც ჰქონდათ.
 
== ესპანეთის დედოფალი ==
=== პოლიტიკური გავლენები ===
Line 37 ⟶ 53:
== დედა-დედოფალი ==
==შვილები==
{| class="wikitable"
|+
!სახელი
!პორტრეტი
!დაიბადა
!გარდაიცვალა
!ზოგადი ცნობები
|-
|კარლ III
|[[ფაილი:Charles III of Spain high resolution.jpg|frameless|168x168პქ]]
|20 იანვარი, 1716,
მადრიდი, ესპანეთი
|14 დეკემბერი, 1788,
მადრიდი, ესპანეთი,
 
(72 წლის)
|ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე. ცოლად შეირთო მარია ამალია
საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი, მათ შორის
 
საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ლუისა, ესპანეთის მეფე კარლ IV და
 
ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I.
|-
|მარიანა
ვიქტორია
|[[ფაილი:Mariana Victoria de Borbón y Farnesio, Reina consorte de Portugal.jpg|frameless|156x156პქ]]
|31 მარტი, 1718,
მადრიდი, ესპანეთი
|15 იანვარი, 1781,
ლისაბონი, პორტუგალია,
 
(62 წლის)
|თავდაპირველად დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ზე, თუმცა
საბოლოოდ ცოლად პორტუგალიის მეფე ჟუზე I-ს გაჰყვა, რომელთანაც
 
ოთხი გოგონა შეეძინა, მათ შორის პორტუგალიის დედოფალი მარია I.
|-
|ფილიპე I
|[[ფაილი:Felipe de Borbón, duque de Parma (Rusca).jpg|frameless|156x156პქ]]
|15 მარტი, 1720,
მადრიდი, ესპანეთი
|18 ივლისი, 1765,
ალესანდრია, იტალია,
 
(45 წლის)
|პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი. ბურბონ-პარმას დინასტიის
დამაარსებელი. ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უფროსი
 
ასული ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა:
 
ესპანეთის დედოფალი მარია ლუიზა, პარმის ჰერცოგი ფერნანდო I და
 
ავსტრიის ერცჰერცოგინია იზაბელა.
|-
|მარია ტერეზა
რაფაელა
|[[ფაილი:Maria Teresa Rafaela of Spain by Jacopo Amigoni.jpg|frameless|149x149პქ]]
|11 ივნისი, 1726,
მადრიდი, ესპანეთი
|22 ივლისი, 1746,
ვერსალი, საფრანგეთი,
 
(20 წლის)
|ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უფროს ვაჟს, საფრანგეთის
დოფინ ლუი დე ბურბონს, თუმცა გადაჰყვა მეორე მშობიარობას.
|-
|ლუისი
|[[ფაილი:Don Luis de Borbón, Infante of Spain (1727-1785) by Anton Raphael Mengs.jpg|frameless|160x160პქ]]
|25 ივლისი, 1727,
სევილია, ესპანეთი
|7 აგვისტო, 1785,
ავილა, ესპანეთი,
 
(58 წლის)
|ჩიჩონის გრაფი. ცოლად შეირთო არაგონელი არისტოკრატი მარია ტერეზა
დე ვალაბრიხა, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.
|-
|მარია ანტონია
ფერნანდა
|[[ფაილი:La Infanta María Antonia Fernanda, hija de Felipe V, Jacopo Amigoni.jpg|frameless|149x149პქ]]
|17 ნოემბერი, 1729,
სევილია, ესპანეთი
|19 სექტემბერი, 1785,
ტურინი, იტალია,
 
(55 წლის)
|ცოლად გაჰყვა სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ს, რომელთანაც
შეეძინა თორმეტი შვილი, მათ შორის სარდინიის სამი მეფე: კარლო
 
ემანუელე IV, ვიტორიო ემანუელე I და კარლო ფელიჩე, აგრეთვე პროვანსის
 
გრაფინია მარია ჯუზეპინა და არტუას გრაფინია მარია ტერეზა სავოიელები.
|}
 
== წინაპრები ==
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისაბელ_ფარნეზე“-დან