ჯიქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''ჯიქი''', '''ლეოპარდი''' ({{lang-la|Panthera pardus}}) — ძუძუმწოვარი ცხოველი [[კატისებრნი|კატისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 160 სმ, კუდისა — 110 სმ, მასა 75 კგ აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. ჯიქს აქვს მოყვითალო ან წითური, შავი ხალებით მოხატული სხეული. გავრცელებულია [[აფრიკა]]ში (გარდა [[საჰარა|საჰარისა]]), წინა და სამხრეთ აზიაში, [[თურქმენეთი|თურქმენეთში]], [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]], [[შორეული აღმოსავლეთი|შორეულ აღმოსავლეთში]]. სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-11 წელი, ტყვეობაში — 21 წელი.<ref>{{cite book |last=Crandall |first=L |title=The management of wild animals in captivity |year=1964 |publisher=University of Chicago Press |location=Chicago |isbn= }}</ref> საქართეელოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1965 წ. 3. XII №710 დადგენილებით ჯიქი დასაცავი ცხოველია.
 
ცხოვრობს უღრან ტყეებში. მაკეობა გრძელდება 99 დღე-ღამემდე. შობს 1-3 უსუსურ ბოკვერს. იკვებება გარეული (ზოგჯერ შინაური) ჩლიქოსნებით, იშვიათად [[მღრღნელები]]თა და [[ფრინველები]]თ. აღსანიშნავია [[ადამიანი|ადამიანზე]] თავდასხმის შემთხვევები. ჯიქის საერთო რაოდენობა არეალის მთელ ფართობზე შესამჩნევად შემცირებულია.<ref> {{ქსე|11|567|[[არჩილ ჯანაშვილი|ჯანაშვილი ა.]]|არა}}</ref>
 
 
[[საქართველო]]ში ჯიქი თითქმის მთლიანად მოისპო. 1950-1980 წლებში ჯიქი რეგისტრირებული იყო ყორნისის რაიონში (1950), [[ზედაზენი|ზედაზენთან]] (1954), სოფელ [[მათურა (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|მათურასთან]] (1978). 2003 წელს ჩატარებულმა საბაზისო კვლევამ [[ვაშლოვანის ეროვნული პარკი|ვაშლოვანის ეროვნული პარკში]] საფრთხის წინაშე მყოფი [[წინააზიური ჯიქი]] ({{lang-la|Panthera Pardus tulliana}}) აღმოაჩინა.<ref name="matsne" />
 
 
==გავრცელება==
გავრცელებულია [[აფრიკა]]ში (გარდა [[საჰარა|საჰარისა]]), წინა და სამხრეთ აზიაში, [[თურქმენეთი|თურქმენეთში]], [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]], [[შორეული აღმოსავლეთი|შორეულ აღმოსავლეთში]].
 
საქართველოში ჯიქი წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული. გვხვდებოდა მთავარი კავკასიონის ქედის ტყეებში, ბორჯომის ხეობაში, ქართლ-იმერეთისა და გურია-აჭარის ქედებზე. იყო ნადირობის ობიექტი. ამჟამად მისი გავრცელება საქართველოში მეტად შემცირებულია. ერთეულების სახით (თოვლზე ნაკვალევის მიხედვით). შემორნენილია კავკასიონის ქედისა და მისი განშტოებების მიუწვდომელ ადგილებში, აფხაზეთისა და ლაგოდეხის უღრან ტყეებში, კავკასიონის ცენტრალურ უბანში. 1950 წელს ჯიქი მოკლეს სოფ. განთიადის (ყორნისი) მახლობლად, მეორე ეგზემბლარი მოკლულია 1954 წელს ზედაზენის ტყეში. 1948-1955 წლებში მისი კვალი ახალ თოვლზე აღინიშნებოდა ლაგოდეხის ნაკრძალის სუბალპურ და ალპურ ზონაში, 1970 წელს — მთათუშეთში (უკანა ფშავის მთა), 1977 წელს — სპეროზის მთაზე (ალაზნის სათავეში), 1978 წელს კი სოფელ [[მათურა (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|მათურასთან]]. წარსულში კოდორისა და ბზიფის ხეობებშიც გვხვდებოდა 3500 მ-მდე ზღვის დონიდან. 2003 წელს ჩატარებულმა საბაზისო კვლევამ [[ვაშლოვანის ეროვნული პარკი|ვაშლოვანის ეროვნული პარკში]] საფრთხის წინაშე მყოფი [[წინააზიური ჯიქი]] ({{lang-la|Panthera Pardus tulliana}}) აღმოაჩინა.<ref name="matsne" />
 
დღეისათვის [[საქართველო]]ში ერთადერთი [[წინააზიური ჯიქი]] სწორედ [[ვაშლოვანის ეროვნული პარკი]]ს ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. მისი ჰაბიტატი ვაშლოვანის, პანტიშარის ხეობისა და ალაზნის (მიჯნის ყურე) ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. ჯიქი შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.<ref name="matsne">[https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/62824 ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა]</ref>
 
==ადგილსამყოფელი==
შირითადად დასახლებულია მაღალი მთის ტყის მასივებში და სუბალბურ ბალახნარებში. ამჟამად ჯიქის საცხოვრებელი გარემოს ბუნებრივი პირობები შეიცვალა, შეცვლა გამოწვეოლია ტყის მასივებისა და სუბალბურ-ალპური საძოვრების სამეურნეო მიზნით გამოყვნების გამო.
 
==გაერავლება==
ცხოვრობს უღრან ტყეებში.სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. მძუნაობს ზამთარში. მაკეობა გრძელდება 99 დღე-ღამემდე. შობს 1-3 უსუსურ ბოკვერს. იკვებება გარეული (ზოგჯერ შინაური) ჩლიქოსნებით, იშვიათად [[მღრღნელები]]თა და [[ფრინველები]]თ. აღსანიშნავია [[ადამიანი|ადამიანზე]] თავდასხმის შემთხვევები. ჯიქის საერთო რაოდენობა არეალის მთელ ფართობზე შესამჩნევად შემცირებულია.<ref> {{ქსე|11|567|[[არჩილ ჯანაშვილი|ჯანაშვილი ა.]]|არა}}</ref> .
 
==კონკურენტები, მტრები==
ბუნებაში მისი კონკურენტებია ყველა სახის დიდი ზომის მტაცებელი ნადირი: [[მგელი]], [[ფოცხვერი]], [[დათვი]].
 
==დასაცავად მიღებული ზომები==
შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. ზოლებიანი აფთარზე ნადირობა აკრძალულია.
 
==ლიტერატურა==
{{სწწ|16-17|სსრ}}
*ჯანაშვილი ა., „საქართველოს ცხოვეთა სამყარო“, ტ. III, ხერხემლიანები. თბ., 1963
*Новиков Г. А., Хишные млекопитающие фауны СССР, М.-Л., 1956
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯიქი“-დან