ოლჯაითუ-ყაენი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
[[1308]] წელს ოლჯაითუ დაეხმარა [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] [[ბიზანტიის იმპერატორების სია|იმპერატორ]] [[ანდრონიკე II პალეოლოგოსი|ანდრონიკე II-ს]] [[თურქები]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში. მან გააგზავნა 30 000 მონღოლი მებრძოლი [[მცირე აზია]]ში, გაანადგურა [[ოსმან I]]-ის ძალები და ბიზანტიელებს დაუბრუნა ადრე წართმეული [[ბითვინია]]<ref> I. Heath, Byzantine Armies: AD 1118–1461, pp. 24–33.</ref>.
 
[[1304]]-[[130]]5 წლებში მამლუქებმა მოახდინეს თავდასხმა [[ჰულაგუიანთა სახელმწიფო|ჰულაგუაინები]]ს ვასალ [[კილიკიის სომხეთის სახელმწიფო]]ზე, მაგრამ მალე იქ მივიდნენ მცირე აზიის მონღოლური გარნიზონები და მამლუქები დამარცხეს.
 
მას შემდეგ, რაც [[1312]] წლის[[ აგვისტო]]ში ოლჯაითუს მხარეზე გადავიდნენ ემირები [[ყარა-სუნქური]], [[დამასკი]]ს მმართველი და [[აყ-ყუშ აფრამი]], [[ტრიპოლი (ლიბანი)|ტრიპოლის]] მმართველი, ილხანმა წამოიწყო ლაშქრობა [[სირია|სირიის]] [[მამლუქები]]ს სამფლობელოებში. ჯარები შეტევაზე გადავიდნენ ოქტომბერში, [[23 დეკემბერი|23 დეკემბერს]] კი მიუახლოვდნენ ქალაქ [[რაჰბა]]ს. გარნიზონმა მონღოლებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. [[1313]] წლის [[26 იანვარი|26 იანვარს]] ოლჯაითუ იძულებული გახდა მოეხსნა ალყა. ჰულაგუიანებს უარის თქმა მოუწიათ სირიის დაპყრობაზე.