ვარდების რევოლუცია: განსხვავება გადახედვებს შორის

(82.165.251.85-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Eniisi Lisika-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
[[22 ნოემბერი|22 ნოემბერს]], ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა [[ედუარდ შევარდნაძე]] მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, სხდომათა დარბაზში მომიტინგეები შეიჭრნენ [[მიხეილ სააკაშვილი]]ს მეთაურობით. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი. დარბაზი დატოვეს სხდომაზე გამოცხადებულმა დეპუტატებმა, ასევე, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ ხელისუფლების მომხრე მომიტინგეები. [[საქართველოს პარლამენტი]]ს შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მოგვიანებით მათ დაიკავეს ასევე სახელმწიფო კანცელარიის შენობა. პოლიციას ხელი არ შეუშლია მომიტინგეებისთვის, დაეკავებინათ პარლამენტისა და კანცელარიის შენობები.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5418&search= ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს]</ref>
 
შევარდნაძემ, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, [[საგანგებო მდგომარეობა]] გამოაცხადა.<ref>"შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა" - ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 23 ნოემბერი. გვ. 3</ref> მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მომიტინგეებს, დაეკავებინათ [[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო|შინაგან საქმეთა სამინისტროსა]] და [[საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი|სახელმწიფო ტელევიზიის]] შენობები.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5437&search= ოპოზიციის ლიდერები მომიტინგეებს შსს-ის შენობის და სახელმწიფო ტელევიზიის მშვიდობიანად დაკავებისკენ მოუწოდებს]</ref> ამავდროულად, სააკაშვილმა კლავკვლავ მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში კრწანისისის რეზიდენციასთან აქციების გაგრძელებით დაიმუქრა.
 
[[23 ნოემბერი|23 ნოემბერს]], 20 საათზე გაიმართა შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა [[რუსეთი]]ს საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის შუამავლობით. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.<ref>[http://civil.ge/geo/article.php?id=5451&search= საქართველოს პრეზიდენტი გადადგა]</ref> პრეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა.
ანონიმური მომხმარებელი